ვინ იქნება გარდაბნის რაიონის ახალი გამგებელი ?..





კოალიცია ,,ქართულ ოცებაში" შემავალი რესპუბლიკური პარტიის გარდაბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაკურ ზურაბიანი ამბობს, რომ ხუციშვილზე არჩევანი ბევრი ფაქტორის გამო შეჩერდა. ,,ეს არის ადამიანი, რომელსაც რაიონის მართვის გამოცდილება აქვს. ასევე, შტაბში მუშაობისას გამოიკვეთა, რომ მას აქვს კარგი უნარები საზოგადოების, როგორც ქართულ ასევე აზერბაიჯანულ ნაწილთან ურთერთობის", - საუბრობს ზურაბიანი. ,,ასევე სვანებთან", -  დასძენენ ,,ოცნების" ოფისში მყოფი ქალბატონები.


გარდაბანს დღეს აწუხებს, როგორც მიწის პრობლემა, ასევე სამელიორაციო სისტემების და დასაქმების საკითხი. ასევე, გასულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობის 80%-ს  სათანადო დონეზე ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, რის გამოც რაიონში ინტეგრაციის საკითხი რთულად მიდის. ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობასაც", - საუბროვს გელა ხუციშვილი.


,, ის, რომ  აღნიშნული შტაბის ხელმძღვანელად დავინიშნე, დიდი წილად არის მამუკა არეშიძის დამსახურება. ამ საქმეში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი მისმა რეკომენდაციამაც ითამაშა. ბატონი მამუკა არის დიდი მასშტაბების პიროვნება, რომელიც კარგად იცნობს კავკასიის რეგიონს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ ჩერდენა ,,ოცნების" წევრების ნაწილის არჩევანი ჩემზე და არა ბატონი მამუკას გამგებლობის კანდიდატზე  გეტყვით, რომ ალბათ ამ შემთხვევაში გარკვეული როლი ითამაშა იმან, რომ მე აქტიური ურთიერთობა მქონდა, როგორც კოალიციის ადგილობრივ წევრებთან ასევე მოსახლეობასთან.


Comments