მთავარი პროკურატურა რუსთაველი მოსამართლით ინტერესდება


KKPRESS.GE

მას შემდეგ რაც  "გურია ნიუსი" მოსამართლეების განათლებისა და კვალიფიკაციის შესწავლით დაინტერესდა,   რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე,  მაია გიგაურით მალევე პროკურატურა დაინტერესდა.

ჩვენმა კოლეგებმა მოსამართლე მაია გიგაურის პროფესიული ბიოგრაფია შეისწავლე და გაირკვა, რომ გიგაური შემდეგი განათლებით  შეუდგა საქმეს: ,, 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, ხოლო 2003 დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

პარალელურად, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით".

კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიმართაც. კერძოდ კი ორივე მოსამართლის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ არ გააჩნიათ იურიდიული განათლება, რაც აუცილებელი მოსამართლედ მუშაობისთვის.


დღეს აღნიშნულ თემაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. ,, მე პირადად მაქვს ხმა მიცემული ამ ორი მოსამართლის დანიშვნაზე და ორივე მათგანი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს სისტემაში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა", - აცხადებს კუბლაშვილი.

მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, მთავარი პროკურატურა აღნიშნული მოსამრთლეების განათლების საკითხის შესწავლას აგრძელებს.

Comments