პასუხი პრეზიდენტს





,, მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, რომელიც ასეთი ადამიანების დახმარების ლოზუნგით მოვიდა. ამბობდნენ თანხები გზატკეცილების მშენობლობაში იხარჯება და არა ამ ადამიანებისთვის-ო, ახლა კი რა გვაქვს, არც გზატკეცილია და არც სოციალური დახმარება. ეს არის კონკრეტული ოჯახი და არა პროპაგანდა. ის დახმრება, რომელსაც ეს ოჯახი იღებდა მიზერულია, თუმცა ამის წართმევაც ყველა საზღვარს სცილდება", - აცხადებდა ასანიძეებთან სტუმრად მყოფი პრეზიდენტი.



რეალურად გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, მხოლოდ, იმიტომ შეუწყვიტეს დახამრება, რომ მას დაშლილი კომპიუტერის მონიტორი აჩუქა შვილიშვილმა. აღმოჩნდა, რომ სოციალურმა აგენტმა ეს ნივთი ჩაუწერა პლაზმურ ტელევიზორად. მე ამით იმისი თქმა მინდა, რომ ,,უცნაურია"  ახლა რატომ უკვირს პრეზიდენტს, ან გუბერნატორს ასეთი ფაქტები? რა, ახლა  გაიგეს ის ნაკლოვანებები რაც წლებია აქვს ამ პროგრამას?!", - კითხულობდა, ალექსანდრე ახვლედიანი.




Comments