,, მარნეულის გამგებელი უნდა იყოს აზერბაიჯანელი“ , - მოსაზრებები საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით



დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რაიონში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრეს. შეხვედრას სამოქალაქო სექტორთან ერთად გამგეობის თანამშრომლები, პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,, დღეისთვის ყველა  ვინც დატოვა თანამდებობა,  საკუთარი განცხადების საფუძველზეა წასული", - საუბრობდა გამგეობის წარმომადგენელი, ნინო დეკანოიძე.

მან დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება კომისია, რომელიც იზრუნებს კონკურსის წესით  კვალიფიციური კადრების შერჩევაზე. ახალ კადრებზე საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა შეხვედრის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა. ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა, ლეილა მამედოვამ განაცხადა, რომ მთავრობის საკადრო პოლიტიკა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განსხვავებულია, რაც არ არის სამართლიანი.

,, ჩვენ ვხედავთ, რომ სამცხე-ჯავახეთში პროკურორები, მოსამართლეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სომხები არიან, აქ კი ასე არ არის. ხელისუფლებას ამ ორი რეგიონის მიმართა ერთნაირი საკადრო პოლიტიკა უნდა გაატაროს", - საუბრობდა, ,,საქარველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის" ხელმძღვანელი, ლეილა  მამედოვა.


,, მე ვარ ,,თავისუფალი დემოკრატების" საინციატივო ჯგუფის წევრი. ჩვენ ვიყავით ჩართული არჩევნების დროს, ვმუშაობდით იმ ცვლილებებისთვის რაც დადგა, თუმცა ახალა ჩვენი პარტიის წევრები არსად  დანიშნეს.  ასევე, მე დღეს შეხვედრაზე დავსვი სხვა საკითხიც. ჩვენ რაიონში მოსახლეობის 93% ვართ აზერბაიჯანლები და მე ვფიქრობ, რომ მარნეულის გამგებელიც უნდა იყოს აზერბაიჯანელი. თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა შესაბამისადაც უნდა ვიქცეოდეთ.


მას შეხვედრის მიმდინარეობისას მოწვეული იურისტები უხსნიდნენ, რომ კანონი ,,საჯარო სამსხაურის შესახებ" პირის დანიშნვისას ეთნიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭებას არ იცნობს.  ასევე, შეხვედრის ბოლოს მარნეულის გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავი კონტექსტით ეს თემა არავის დაუყენებია და მისთვის ამგვარი  საუბრები გაუგებარია. 


მარნეულში გამართულ შეხვედრას  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი,  ეკატერინე ფავლენიშვილი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქვემო ქართლის რეგიონული კოორდინატორი,  ლია ნოღაშვილი ესწრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ სამართლებრივად არც ერთი ახალი საკადრო გადაწყვეყილება კანონთან წინააღმდეგონაში არ მოდის. ასევე, მათი თქმით, მზად არიან მონიტორინგი განახორციელონ კადრების შესარჩევად შესაქმნელი  კომისიის მუშაობაზე.




Comments