ხვალ დავით კირკიტაძეს დაკითხავენ


KKPRESS.GE


14 თებერვალს,  11 საათზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში რეგიონის გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს დაკითხავენ. აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრალური მედიასაშუალებებით ,,ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

სავარაუდოდ, პროკურატურას მის მიმართ კითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ექნება.  საგამოძიებო უწყებების ინტერესის საგანს  წარმოადეგს,  გუბერნატორის მონაწილეობის საკითხი ,,დასაქმების პროგრამაში", ასევე კირკიტაძის გვარს უკავშირდება ,,სტამბულის ბაზართან" დაკავშირებილი საქმე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის ყოფილი მეწილეები აცხადებენ, რომ მათ ქონება ზეწოლის შედეგად გუბერნატორმა სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად  დაათმობინათ. აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს თავად კირკიტაძე. 


Comments