ქონების რეგისტრაცია დასწრებაზე - მოქალაქე რეესტრის წინააღმდეგ


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

საჯარო რესსტრი ბოლო, რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სააგენტოდ ითვლება. თითქმის ყველა საპატიო სტუმარი, თუ დიპლომატი პირველად ,,იუსტრიციის სახლში“ მიჰყავთ და მოქალქეების მომსახურების ახლად დანერგილ სისტემებზე ესაუბრებიან.

საჯარო რესსტრზე ასეთი კარგი აზრის არ არის მოქალქე, რომელიც  უკვე 2 წელია აღნიშნულ უწყებასთან  სასამართლოს ძალით  ურთიერთობს.  რუსთაველი, ვალერიან მჭედლიძის ინტერესებს ადვოკატი, ლაშა  პარასტაშვილი იცავს.

პარასტაშვილის თქმით, საჯარო რესსტრის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქის კონსტიტუციური უფლება შელახა. საუბარი პირადი საკუთრების ხელყოფას ეხება.

,, მოქალქე, ვალერიან მჭედლიძემ 2011 წელს მომმართა. მას და მის მეზობელს რეგისტრირებული ჰქონდათ საჯარო რესსტში ქონება  - საუბარია ეზოზე. მოგვიანებით კი აღნიშნულმა მეზობელმა, თამარ ბერძენიშვილმა მოახდინა  ქონების ახალი წესით რეგისტრაცია და შეიტანა ცვლილებები. ამ ცვლილების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ  მომზადებული  ახალ ნახაზი უზუსტო იყო და მოხდა მჭედლიძის მიწის ნაკვეთის ნაწილის გადაფარვა. პრობლემის თავი და თავი კი ის არის, რომ როდესაც აღნიშნული უზუსტო ნახაზები მან ელექტრონული რესგისტრაციისთვის რესსტრში მიიტანა, მათ არ დაიწყეს საქმია გარემოების შესწავლა, არ მიაქციეს ყურადღება იმ გარმოებას ირღვეოდა,  თუ  არა გვერდითა მეზობლის კერძო საკუთრება და მოახდინეს ახალი რეგისრაცია. შესაბამისად, აღნიშული ელეტრონული რეგისტაციით მათ მჭედლიძის კერძო საკუთრება დაარღვიეს“, - საუბრობს, ადვოკატი, ლაშა პარასტაშვილი.

მისი თქმით, რეგისტრაციისთვის მოქალაქის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას რესსტრს იუსტრიციის მინისტრის №4 ბრძანება და   საქართველოს კანონი საჯარო რესსტრის შესახებ ავალდებულებს.

აღნიშნული ადვოკატი ,,საია“-ს რუსთავის ოფისის  თანამშრომელია. მისი თქმით, მსგავსი პრობლემებით მათ, უკვე სამართელბრივი კონსლუტაციისთვის რამდენიმე მოქალაქემ მიმართათ.

 ,, პირდაპირ, რომ ვთვათ ეს  არის ქონების რეგისტრაცია დასწრებაზე. როდესაც ორი პიროვნებას შორის ორთავეს მიწა  აქვს ძველი წესით, ანუ მხოლოდ ფურცელზე და არა ელექტრობულად დარეეგისტირირებული -  ის ვინც მათ შორის  პირველი მიასწრებს რეესტრში არეგისტრირება ქონებას იმ ნახაზით, რომელიც ხელთ აქვს, თუნდაც  ნახაზი უზუსტო იყოს.  ხოლო შემდეგ,  თუ მეორე მხარე, მოისურვებს   ამ ნახაზის გასწორედა მას უკვე, სასამართლოს გრძელი გზის გავლა მოუწვს“,   - დასძენს, პარასტაშვილი.

აღნიშნბულ საკითხზე აბსოლუტურად, იგივე მოსაზრებას  ვისმენთ,  აჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სამსახურის უფროსის, სოსო  მაჩაიძისგან. მაჩაიძე თემაზე პირად საუბარში გვიხსნის, რომ წლების წინანდელი რეგისტრაციის დოკუმენტი არის, მხოლოდ ფურცელზე და ახალი რეგისტაციისას
( ანუ ელექტრონულ ბადაზე ქონების დარეგისტრირებისთვის)  შემნილ ელეტრონულ მონაცემთან მისი შედარება შეუძლებელია.  

დაზარელებული, ვალერიან მჭედლიძე კი საქმეში არსებულ ექსპერტულ დასკვნაზე მიგვითითებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ნამდვილად მოხდა ახალი რეგისტრაციისას შეტანილი ცვლილებების  შედეგად   - მოქალქე მჭედლიძის მიწის 4.3 კვ.მ-ის ფართობის გადაფარვა.

საინტერესია  ის დეტალიც, რომ საქმეში მიწის ნაკვეთის უზუსტო ნახაზის ამზომველის ახსნა-განმარტებაცაა. საუბარი იმ ნახაზზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა მეზობლის მიერ ელექტრონული რეგისტაცია.  

შპს ,,მაპანეტი 7“-ის ამზომველი წერს, რომ მასთან   დაზარებულმა  მოქალქე მჭედლიძემ მივიდა და წარუდგინა საკადასტრო ნაზები.  ,, აქედან გამოდინარე გაირკვა, რომ ნახაზი, რომელიც  მე მოვამზადე ნუგზარდ ტაბაღუა  (მეზობლის მეუღლე) შეკვეთით, ხელყოფდა ვალერიან  მჭედლიძის საკუთრებად მითითებულ ფართს - იჭრებოდა  მისი საკუთრებაში. მე დავურეკე ნუგზარ ტაბაღუას, ავუხსენი შექმნილი სიტუაცია და შევთავაზე ნახაზის გასწორება“, - წერს ახსნა-განმატებაში, შპს ,,მაპანეტი 7“-ის   ამზომველი, გიორგი ღვინცაძე.

მჭედლიშის საქმე არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატი, ლაშა პარასტაშვილი იხსენებს  სააპელაციო სასამართლოს  უცნარ მუშაობას. მისი თქმით,  მოსამართლე  მათ თავდაპირველად დაეთანხმა და რესსტრს ნახაზის  გასწორება და საკუთების აღდგენა დააველა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაში მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.  ამჟამად საქმეზე  საკასაციო საჩივარი შევიდა უზენაეს სასმართლოში. განხილვა 14 თებერვალს დაინიშნა.  ადვოკატი იმედს  იტოვებს, რომ 2 წლიანი სასამართლო  დავის შემდეგ საქმეში არსებული ფაქტრობრივი მტკიებულებების საფუძველზე სასამართლოს რესსტრის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.  

,,რეზონანსმა“ მიწის რეგისტციისთვის საჭირო პროცედურების შესასწავლად საჯარო რეესტრს მიმართა. საგენტოს პრესასამსახურმა დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციისთვის წარსადგენ დოკუმენტებზე.  ჩვენთვის მათი მოწერილი ტექსტიდანაც ირკვევა, რომ რეგისტრაციისას,  ძირითადად  აქცენტი ხდება ელექტრონული რეგიტრაციის მონაცემების შედარებაზე.  ,, იმისათვის, რომ არ მოხდეს მიწის ნაკვეთების საზღვრების დარღვევა ან  „გადაფარვა“ ,  რეგისტრატორი ახდენს დაინტერესებული პირის მიერ  წარმოდგენილი  ელექტრონული აზომვითი ნახაზის  შედარებას  საჯარო რეესტრის ბაზაში არსებულ საკადასტრო  მონაცემებთან“- ვკითხულობთ, რესსტრის მოწერილ პასუხში. 

Comments