სოფელი ბუნებრივი აირის, წყლისა და შუქის გარეშე


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

4 თებერვალს სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლებმა გარდაბნის გამგეობის თანამშრომლებს   სიმბოლურად კარტი და დომინო აჩუქეს.  მათი თქმით, სოფელს უკვე 4 თვეა ბუნებრივი აირი არ აქვს, გამგეობა კი საქმის კეთების ნაცვლად ,,თამაშითაა“ დაკავებული.

გამგეობასთან აქციის მოსაწყობად მოსახლეობა გარდაბანში დაქირავებული სოფლის ავტობუსით ჩამოვიდა. 70-მდე ადგილობრივი გამარჯვებაში  შექმნილ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ,, ბუნებრივი აირი არჩევნების შემდეგ არ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც იყო გაზის დიქტრიბუტორი ჩვენსა და ,,იტერას“ შორის გვატყუებდა. გაირკვა, რომ არჩევნების პერიოდში ჩვენი აგროვილი ბუნებრივი აირის გადასახდი მათ არ მიჰქონდათ  ,,იტერასთან“  და არჩევნებისთვის ადგილობრივ ,,ნაციონალებს“  აძლევდა. დღეს ამ კომპანიის ხელმძღვანელი გაქცეულია, ჩვენ კი არ არსებული დავალიანების გამო მთელი ზამთარი ბუნებრივი აირის გარეშე ვართ“,  - საუბრობს, ადგილობრივი თამაზ კვასტიანი.

 დისტრიბუტორი კომპანია, რომელზეც კვასტიანი საუბრობს შპს ,,ნასა+“-ია. მისი მუშაობის შესწავლით  დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებები არიან დაკავებული. დისტრიბუტორი კომპანიის არ არსებობის და დავალიანების გამო გამარჯვებას   ,,იტერა“  გაზს ვეღარ აწვდის. პრობლემად იქცა ის გარემოებაც, რომ სოფელში გამავალი ბუნებრივი არის,  მხოლოდ 3 კილომენტრიანი  მონაკვეთი ეკუთვნის სოფელს.  დანარჩენი კი ეკონომიკის სამინისტროსია.  

გარდაბნის გამგეობაში გვიხსნიან, რომ მილების სამართელბრივი პრობლემა უკვე მოაგვარეს, თუმცა ჩაეშალათ პირველი ტენდერი, სადაც სოფელსა და ,,იტერას“ შორის შუამავალი-დისტრიბუტორი კომპანია უნდა გამოვლინათ.  მის გარეშე კი გაზის მიწოდება ვერ აღსდგება, რადგან სწორედ შუამავალი კომპანია არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.  

აღნიშნული ტენდერის ჩაშლაში სოფლის მოსახლეობა გამგეობას სდებს ბრალს. მათი თქმით, ტენდერზე ნაკლები თანხა უნდა დაესახელებინათ, რადგან ამ კომპანიის გამოვლენა სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არის. ,, ჩვენ ამ ეპაზე ვერ მოგიძებნით ასეთ კომოანიას.  მხოლოდ, მას შემდეგ რაც ჩაიშლება მეორე ტენდერიც, თუ ჩაიშლება ცხადია, ჩვენ შეგვეძლება თავად ვეძებოთ ეს კომპანია“, - უხსნიდა მოსახლეობას, გარდაბნის გამგებლის მოადგილე, არაზ მაშოვი.

მოსახლეობა მის მიმათ აგრესიულად იყო განწყობილი. ,, ჩვენ არა თუ ბუნებრივი არი, არამედც არც წყალი გვაქვს და არც ელეტრო ენერგია. არ ვიცით რა ხდება, ვინ სჯის ჩვენ სოფელს“ - კითხულბენენ აქციის მონაწილეები.

გამარჯვების  მოსახეობამ   ადგილობრივი ხელისფლების ყურდღების მისაცევად რამდენიმე მეთოდს მიმაღთა. მათ ორ-ჯერ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, ასევე რამდენიმე აქცია მოაწყვეს გარდაბნის გამგეობასთან. 4 თვიანი აქციების შემდეგ კი აცხადებენ, რომ უკვე იმისაც აღარ სჯერათ, რომ კომპანიის შესარჩევად გამგეობამ ტენდერი მართლაც ჩაატარა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, კვლავ შეიკრიბებიან და არ გამორიცხავენ  რუსთავი-გარდაბნის დამაკაშირეველი გზის გადაკეტვას. 

Comments