პრეზიდენტის რუსთავში სტუმრობის გაუხმაურებელი ,, დეტალი“




პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით მედიით მომზადებულ სიუჯეტებში არა ერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია  იმის თაობაზე, რომ ასანიძეებს  სოციალური დახმრება  ოჯახის უფროსის ერთჯერადად გამომუშავებული  220 ლარის გამო მოუხსნეს. თუმცა, არავის უთქვამს, რომ ამავე ასანიძეებს გასულ წელს სოციალური დახმარება, მათ ეზოში მდგარი, დაშლილი ,,ვოლგის" გამო  სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც შეუწყვიტეს.

,, მინდა მივმართო საქართველოს მათვრობას, რომელიც ასეთი ადამიანების დახმარების ლოზუნგით მოვიდა. ამბობდნენ თანხები გზატკეცილების მშენობლობაში იხარჯება და არა ამ ადამიანებისთვის-ო, ახლა კი რა გვაქვს, არც გზატკეცილია და არც სოციალური დახმარება. ეს არის კონკრეტული ოჯახი და არა პროპაგანდა. ის დახმრება, რომელსაც ეს ოჯახი იღებდა მიზერულია, თუმცა ამის წართმევაც ყველა საზღვარს სცილდება", - აცხადებდა ასანიძეებთან სტუმრად მყოფი პრეზიდენტი.

ის, რომ აღნიშნულ ოჯახს ხელისუფლებისგან დახმარება სჭირდება ამაში თავადაც ვრწმინდებით. ექვსსულიანი ოჯახი შეშის ფეჩით თბება, საწოლზე კი ცერემბრალური დამბლით დაავადებულ ბავშვს სძინავს, ოჯახის წევრები გვიხსნიან, რომ დიასახლისი ფულის სასესხებლად გავიდა, რათა ბავშვებს რამე საჭმელი მოუმზადოს. ,, ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტის, რომელიც გვესტუმრა და გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან. ჩვენ ოჯახზე კი შემიძლია გითხრათ, რომ წლებია ბავშვისთვის ტანსაცმელიც არ გვიყიდია და მეზობლების მოწოდებული სამოსით დადიან", - საუბრობს, დარეჯან ლომიძე.

ოჯახის უფროსი, კახა ასანიძე კი ამბობს, რომ არავისი დახმრება არ სჭირდება და ოჯახს საკუთარი შრომით არჩენს, თუ სახელმწიფო სამსახურის შოვნაში დაეხმარება. ,, ყველასი მადლობელი ვარ ვინც ჩემი ოჯახის მიმართ  ყურადღება გამოიჩინა. მე არა ერთხელ ვცადე სხვადასხვა ადგილებში მუშაობის დაწყება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შრომის მოყვარე ადამიანი ვარ არავინ მასაქმებს", - ამბობს, კახა ასანიძე.

მასთან საუბარში ვიგებთ, რომ სოციალური დახმრება ოჯახს გასულ წელსაც შეუწყვიტეს. ,, ჩემმა ახლობელმა ჩააყენა ჩვენ ეზოში ,,ტრიცად ადინი", ბავშვმა კი შემთხვევით მანქანის საბუთი დახია. მართალია,  მანქანა ძველი და დაშლილია, მაგრამ როცა სოციალური აგენტი მოვიდა ეს მანქანა ქონებაში ჩაგვითვალა და დახმარება შეწყდა. მერე კი აღვადგინეთ, მაგრამ ისევე განვიცადეთ, როგორც ახლა", - დასძენს, ასანიძე.


,, 2010 წლიდავ ვარ საკრებულოს წევრი. ამ დროის განმავლობაში თითქმის ყიველდღე ვხვდები, ან ჩემთან მოდიან სოციალურად დაუცველი ოჯახები. ასობით შემთხვევა იყო გასულ წლებში, როდესაც უსამართლოდ  შეუწყვიტეს ოჯახებს სოციალური დახმრება. ამ რეალობის ფონზე კი პარასკევს ჩამოვიდა ჩვენთან პრეზიდენტი და ჩვენი სახეშეწუხებული გუბერნატორი და აცხადებდნენ - არიქა რას გვიშვება ეს მთავრობა-ო. უკაცრავად, მაგრამ გასულ წლებში მსგავი ფაქტები არ გსმენიათ ?!






Comments