პასუხი გუბერნატორს და ,,ჩანერგილების“ კვლავ აქტუალური თემა




,, ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მთავრობა ეხმარება, თუმცა დახმარება სჭირდება ქალაქში მცხოვრებ  რუსთაველებსაც. შესაბამისად, მთავრობა 300 ლარით რუსთაველ ოჯახებსაც უნდა დაეხმაროს. ჩვენ ამ თხოვნით ხელმოწერების შეგრივებას  ვიწყებთ", - საუბრობდა გუბერნატორი. აღნიშნული ინიციატივას სათავეში კორპუსის  მამასახლისები ჩაუდგნენ და ერთ კვირაში 20 000  ხელმოწერა შეგროვდა.



რუსთავის საზოგოებრივი დარბაზის სხდომას ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი სხვადასხვა პარტიები ესწრებოდნენ. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ სურს კირკიტაძის ინიციატივაზე ხელმომწერთა სიები საჯარო გახდეს, თუმცა ამ მოსაზრებას მალევე ოპონენტი გამოუჩნდა. ,,   რათ გვინა ეს სიები?! იმისთვის რომ შემდეგ ჩამოვუაროთ ამ ხალხს  და ჩვენც ისევე მოვიქცეთ, როგორც ნაციონალები იქცეოდნენ?! ", - კითხულობდა შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.


მშვიდი შეხვედრა, სწორედ, ამ განცახდების შემდეგ გადაიზარდა ხმაურში. შეხვედრაზე მოსული მამაკაცი  ლეკვეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მის მიმართ საკუთარი ბრალდებები გაახმოვანა. მისი თქმით, ის არის ,,ოცნების" მე-9 ზონის კოორდინატორი, გივი ცაბუტაშვილი. ,, მე მოვუგე ნაციონალებს, სწორედ იმ უბანში სადაც მამუკა ჩიქოვანი ცხოვრობს. კაცს საკუთარ უბანში მოვუგე არჩევნები და მე ვარ ჩანერგილი?!  ლეკვეიშვილმა ინტერვიუ მისცა ,,ალიას" და იქ წერს, რომ მე ვარ კირკიტაძის ჩანერგილი და თურმე ამასთან ერთად მე განვკარგავ მის ქონებას", - საუბრობდა, ცაბუტაშვილი.



Comments