ქვემო ქართლში პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ - ახალი ოფისები და სამოქმედო გეგმები



საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები დამოუკიდებელ პარტიულ საქმიანობას იწყებენ. ქვემო ქართლის ყველა რაიონში ახალი პარტიული ოფისები იხსნება. kkpress.ge დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პარტიული მუშაობა და  მათი გააქტიურება, რამდენადაა კავშირში  მოახლოებულ საპრეზიდენტო, თუ თვითმმართველობის არჩევნებთან.


დღეს, კი  ჩვენ ინდივიდუალურ პარტიულ მუშაობას ვიწყებთ და მზად ვართ ახალი წევრების მისაღებად. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ პროფესიონალებისგან შემდგარი პარტიის მთავრი გუნდი. ამ ეტაპზე უკვე, გვყავს  13 თემატური ჯგუფი, სადაც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სფეროს სპეციალსტები შედიან.
მუშაობენ  ქალაქში არსებული პრობლემების შესწავლაზე. პარტია აღნიშნული პრობლემების შესახებ  საჯაროდ არა ერთ განცხადებას გააკეთებს. იმის გამო, რომ რუსთავში  არჩევნების შემდეგ არსებითი ცვლილებები არ დაწყებულა, ჩვენ  ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, კვლავ,  ოპოზიციურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენთვის არ არის მისაღები მათი ხედვები, არც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების  და არც სოციალური მიმართულებით",  - საუბრობს ,, თავისუფალი დემოკრატები"-ს რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა ომაიძე.


თუმცა ეს საკითხი, რამდენადაა შესაძლებელი რთული სათქმელია, რადგან არაოფიციალური ინფორმაციით ახალი ხელისუფლებისთვის ირაკლი ალასანია და მისი თანამოაზრეები აღარ წარმოადგენე სასურველ პარტიორებს.  მიუხედავად, ამ ინფომაციებისა ალასანიას პარტიის რუსთავის ოფისში ,,ქართულ ოცნებასთან" სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრობენ.



,, დაახლოებით 300 წევრი ჰყავს ამ ეტაპზე ,,ეროვნულ ფორუმს". ჩვენ ვიწყებთ ახალი წევრების მიღებას და განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ  ახალგაზრდებზე.  გვინდა გაიაზრონ, რომ რაც ქვეყანში ხდება ყველა პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ.  ასევე, ვაკეთებთ პარტიის თემატურ ჯგუფებს, რომელიც რუსთავში  არსებული პრობლემებიდან გამომდინარეობს. ჩვენი საქმონობა არ არის არც ერთ არჩევნებზე გათვლილი, ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე პარტიული საქმიანის გააქტიურება და წევრების შემოკრებაა. ამ  ეტაპზე ვფიქრობთ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენი პარტიული აქტივის რიცხვი 3-ჯერ გაიზდება. ხალხს, უკვე არ ეშინია თავისი პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვის და უერთდება იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მათთვის მისაღებია", - საუბობს ,,ეროვნული ფორუმის" რუსთავის  ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლევან ონიანი.  


Comments