რუსთავში ,,ოცნების“ პარტნიორი პარტიები, კვლავ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ

მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 


აპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები დამოუკიდებელ პარტიულ საქმიანობას იწყებენ. ქვემო ქართლის ყველა რაიონში ახალი პარტიული ოფისები იხსნება. ,,რეზონანსთან“ საუბარში გამარჯვებულ კოალიციაში შემავალი პარტიები ამბობენ, რომ მათ მიუხედავად გამარჯვებისა ოპოზიციურ რეჟიმში  უწევთ მუშაობა.


ამ კონტექსტით საუბარი, ძირითადად რუსთავის ხელისუფლების მიმართაა.  მიზეზი კი ისაა, რომ სხვა ტერიტორიული ერთეულებისაგნ განსხვავებით რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლების, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ შეცვლილა. რესპუბლიკური პარტიის რუსთავის ორგანიზაციი ხელმძღვანელი, ნინო ლომიძე ამბობს, რომ მოსახლეობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა პარტია წინააღმდეგია  ადგილობრივი ჩინოვნიკების ძალისმიერი მეთოდებით და ზეწოლით განთავისუფლებაზე.  ,, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ავიღეთ ოფისი ქალაქი ცენტრში, ვიწყებთ აქტიურ პარტიულ საქმიანობას  და ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას“ - საუბრობს, ლომიძე.

კითხვაზე უკავშირდება,თუ არა პოლიტიკური პარტიების გააქტიურება მოახლობულ საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებს, რუსთავში ასევე გააქტიურებული,  ირაკლი ალასანიას პარტიის ,, თავისუფალი დემოკრატები"- რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანა არა არჩევნები, არამედ პარტიული გუნდის სწორი შერჩევაა.

,, იმ პერიოდში, როდესაც წინასაარჩევნოდ  კოალიციურად ვმუშაობდით ,,ქართულ ოცნებასთან" - შევაჩერეთ ჩვენ  პარტიაში წევრების მიღება, რადგან არ გვინდოდა  კოალიციაში ამ ნიშნით მომხადარიყო წევრების დაყოფა. წინასაარჩევნოდ ოფიციაულურად კოალიციაში 5-10 ათასამდე ახალი წევრი შემოვიდა. დღეს, კი  ჩვენ ინდივიდუალურ პარტიულ მუშაობას ვიწყებთ და მზად ვართ ახალი წევრების მისაღებად. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ პროფესიონალებისგან შემდგარი პარტიის მთავრი გუნდი. ამ ეტაპზე უკვე, გვყავს  13 თემატური ჯგუფი, სადაც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სფეროს სპეციალსტები შედიან.
მუშაობენ  ქალაქში არსებული პრობლემების შესწავლაზე. პარტია აღნიშნული პრობლემების შესახებ  საჯაროდ არა ერთ განცხადებას გააკეთებს. იმის გამო, რომ რუსთავში  არჩევნების შემდეგ არსებითი ცვლილებები არ დაწყებულა, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, კვლავოპოზიციურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენთვის არ არის მისაღები მათი ხედვები, არც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების  და არც სოციალური მიმართულებით",  - საუბრობს ,, თავისუფალი დემოკრატები"- რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა ომაიძე.

ინდივიდუალური პარტიული საქმიანობა რეგიონში უკვე დაიწყო ,,ეროვნულმა ფორუმმაც". მათ რუსთავის მეგობრობის გამზირზე ოფისი გახსნეს. ფორუმის წევრების ინფორმაციით იწყება მუშაობა პარტიის გარდაბნის ორგანიზაციის შექმნაზე.

,, დაახლოებით 300 წევრი ჰყავს ამ ეტაპზე ,,ეროვნულ ფორუმს". ჩვენ ვიწყებთ ახალი წევრების მიღებას და განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ  ახალგაზრდებზე.  გვინდა გაიაზრონ, რომ რაც ქვეყანში ხდება ყველა პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონასევე, ვაკეთებთ პარტიის თემატურ ჯგუფებს, რომელიც რუსთავში  არსებული პრობლემებიდან გამომდინარეობს. მოგეხსებებათ, რუსთავში იგივე პოლიტიკა ტარდება, რაც არჩევნებამდე იყო და ამიტომ ამ კუთხით სამუშაო კვლავ ბევრი გვაქვს“, - საუბობს ,,ეროვნული ფორუმის" რუსთავის  ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლევან ონიანი.  



Comments