ლემშვენიერა სათიბი მიწების პრობლემის მოგვარებას და ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ითხოვს




,, რაიონის გამგებელი 1995 წელს ლევან ჯაფარიძე იყო. მან დადგენილება მიიღო და სოფლის 1 300 ჰექტარი საძოვრები მოსახლეობას გადასცა. მიუხედავად ამისა,  2008 წელს ეკონომიკის მინისტრმა, ეკა შარაშენიძემ აღნიშული მიწები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანა. შემდეგ კი გამოჩდნენ ბურები, რომლებსაც გადასცეს  ეს მიწა და ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა სათიბების გარეშე დავრჩით.



kkpress.ge-სთან საუბარში ,,ქართული ოცნების" გარდაბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამბაკო ავალიანი აღნიშნავდა, რომ მიწების პრობლემა ბუნებრივად დაუკავშირდა ადგილობრივი  ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნას. მისი თქმით, მოსახლეობას არ სურს რაიონი მართოს იმ გუნდა, რომელსაც 9 წლის მანძილზე მათ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც ვერ  მოუგვარა.

 ,, აქ არის მეორე მომენტიც, რამდენიმე დღის წინ ბურებმა კიდევ ერთხელ შეცვალეს საზღვარები და ახლა სხვა სათიბები მონიშნეს. დამატებით კიდევ იღებენ მიწას. მოსახლეობა ამაზე, უკვე, ვეღარ  გაჩუმდება.  ჩვემ ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის იმედი გვაქვს, ვიცით დაინტერესდება ჩვენი პრობლემით და გადაწყდება ეს საკითხი", - აცხადებდა, ავალიანი.


,, საქმე იმაშია, რომ როდესაც მიწის რეფორმა დაიწყო და წესით ყველას უნდა მიეღო მიწა, მოსახლეობის 50%-ზე მეტი  მიწი გარეშე დარჩა. მათ ნაცვლად  მიწის დიდი ფართობები  ერთეულებმა ჩაიგდეს ხელში. მოსახლეობა სიტუაციის შეცვლას, უკვე ახალი ხელისუფლებისგან ითხოვს. უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოებაც, რომ 5  თვე გავიდა და რაიონს ახალი  გამგებელი არ ჰყავს. დეპუტატი და საკრებულო აცხადებენ, რომ მხარს მხოლოდ ,,ზევიდან" მოწონებულ კადრს დაუჭერენ" , - საუბრობდა, ტელმან გასანოვი.



Comments