გარდაბნის გამგებელი გადადგა - გამგეობის თანამშრომლებს საატესტაციო კონკურსი ელით




საკრებულომ მას მხარი ერთხმად დაუჭირა. ,, არამგონია გამგებლის გადადგომის საკითხი გამართულ აქციებს დაეჩქარებინა.  მოგეხსენებათ ეს ხალხი  ვინც აქციებს მართავდა თავის სოფლის პრობლემაზე წუხდა და  ეს საკითხი ისედაც მისახედია. რაც შემეხება მე, ცხადია, მყავს ჩემი გუნდი,  თუმცა კარგი სპეციალისტების გაშვებას არ ვაპირებ", - საუბრობს ხუციშვილი.

კითხვაზე იყო, თუ არა ზეწოლა გამგებელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას,  გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ხანახმედ გარიბოვი გვპასუხობს, რომ ზეწოლა არ ყოფილა. ,, ჩვენ წინა გამგებელს, ბატონ ზვიადს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. მან თავის  მოადგილედ დანიშნა ბატონი გელა, შემდეგ კი გადადგა. შესაბამისად, ჩვენ მის ნაცვლად სწორედ, გელა ხუციშვილი ავირჩიეთ", - აცხადებს, ხანახმედ გარიბოვი.

გარდაბნის გამგეობას, რომ საკადრო ცვლილებები ელის ეს საჯარო დაწესებულების მისაღებში გამოქვეყნებული ინფორმაციიდანაც ჩანს. გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარის №5 დადგენილების მიხედვით ,,საჯარო სამსახურის კანონში" შეტანილი ცვლილების თანახმად გამგეობა ადგენს ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას".

აღნიშნული დებულების თანახმად ატესტაციის გავლა სავალდებულოა საჯარო მოხელისთვის 3 წელიწადში ერთხელ, ასევე კონკურსის  გავლა სავალდებულოა მოხელისთვის, რომლის დაწინაურების საკითხიც დგას. ატესტაციაზე გავლენ ის მოხელეებიც, რომელთაც უფლებამოსილება  შეჩერებული აქვთ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის №89-ე მუხლის ,,ბ", ,,გ", ,,ე", ,,ვ" ქვეპუნქტებით.  ისინი  ატესტაციას დებულების მიხედვით გაივლიან  ,, უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის ვადაში".

კანონის თახმად მუხლი 89-ე-ს ,,ბ" ქვეპუნქი  გულისხმობს: ,, შვებულების დროს"; ,,გ" - დროებით შრომისუუნარობის დროს; ,,ე" - მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში; ხოლო ,,ვ" - როდესაც პირს უფლებამოსიელება შეჩერებული აქვს სასწავლო შეკრების, აგრეთვე რეზერვისტთა მობილიზაციის დროს.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments