,,ნოვრუზ ბაირამი“ მარნეულში





,,ნოვრუზ ბაირამი"  პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ქართულ-აზერბაიჯანულად მიულოცა. მილოცვას რაიონის გამგებელი, რეინტეგრაციის მინისტრი და თბილისიდან ჩამოსული სხვა მთავრობის წევრებიც შეუერთდნენ. ივანიშვილმა ინტერვიუ, მხოლოდ, აზერბაიჯანულ ტელეარხებს მისცა. რეინტეგრაციის მინისტრმა კი ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა მალე დაინახავს იმ ახალი პოლიტიკის შედეგებს, რასაც მათი  მთავრობა ატარებს.



ნოვრუზ ბაირამი ყოველწელს აღინიშნება ქვემო ქართლის რაიონებში. იმართება საზეიმო ღონისძიებები. ნოვრუზი - სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანაბრების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments