თვითმმართველობის პრესსამსახური ჟურნალისტებს არათანაბარ პირობებში აყენებს



,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ვერ აშუქებს სისტემატიურად რუსთავის თვითმმართველობაში დაგეგმილ ღონისძიებებს. ამის მთავარი მიზეზი თვითმმართველი ქალაქის პრესსამსახურის, პორტალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. სამწუხაროდ, აღნიშნული განწყობის გამო  საჯარო დაწესებულების პრესამსახური,  არ თვლის თავს ვალდებულად, თვითმმართველობის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ისევე შეგვატყობინოს, როგორც სხვა მედიასაშუალებებს.

აღნიშნული ტენდენცია გამოვლინდა დღესაც. რუსთავის მერის, ლაშა მინდელის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში"  გამართულ შეხვედრაზე  ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს"  წინასწარი ინფორმაცია არ მიუღია. მაშინ, როდესაც შეხვედრის დასასრულს მისულებს, ადგილზე რეგიონში მომუშავე ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი დაგვხვდა. მათ შორის იყო: ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია", ,,მე-9 არხი" და ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი".



ტელევიზიის ჟურნალიტებთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერთან,  ლაშა მინდელთან გასაუბრების საშუალება გვქონდა. მან განაცხადა, რომ არ არის მომხრე ჟურნალისტების დაყოფის და აღნიშნული პრობლემა მისი ინიცირებული არ არის. მან მომხდარის გამო შენიშნვა მისცა თვითმმართველობის პრესამსახურის ხელმძღვანელს, ნინო კორძაიას და სთხოვა მსგავსი ფაქტი მასთან მიმართებაში არ განმეორდეს, რადგან მედიისთვის თავის არიდება არ ახასიათებს. მინდელის თქმით მიუღებელი, მხოლოდ, ის ჟურნალისტები არიან, ვინც კომენტარების  სხვადასხვა ინტერპრეტირებას ახდენენ.


Comments