ბოლნისში გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრეს - მხარდაჭერა პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონებს



,, გენდერული თანსწორობა პოლიტიკურ პროცესებში" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ,, ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" ახორციელებს. დღეს, ამ პროექტის ფარგლებში ბოლნისში მრგვალი მაგიდა გაიმართა. არასამთავრობო ორგამნიზაციებთან ერთად გენდერულ  თანასწორობაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში მომუშავე ქალბატონებმაც ისაუბრეს.

,, შეხვედრის მიზანია ქალთა გააქტიურება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  ჩვენ ვხედავთ, რომ  ამ მიმართულებით ყველას ერთი აზრი აქვს, თუმცა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა კვლავ, დაბალია. ამაზე მეტყველებს ისიც,  რომ საკანონმდებლო ორგანოში 10.8% -ია ქალთა  წარმომადგელობა, აღმასრულებელ ორგანოში  სულ სამი ქალბატონია, არც ერთი ქალი გუბერნატორი და გამგებელი არა არის.  გვყავს,  მხოლოდ ერთი  დუშეთის  საკრებულოს თავმჯდომარე ქალი. ამ შემთხვევაში კი ვაწყდებით იმას, რომ გადაწყვეტილების,  ძირითადი მიმღები არის მამაკაცი. ეს რეალობა უნდა შეიცვალოს და პოლიტიკურ პროცესებში ქალის და მამაკაცის ჩართულობა უნდა გახდეს თანაბარი", - საუბრობდა, ,, გენდერული თანასწორობის ქსელი"-ს ხელმძღვანელი, მანანა მებუკე.


,, სხვადასხვა რაიონებში  მუშაობის შემდეგ გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რაც შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტია ამ კუთხით. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკაში  ქალთა მცირე ჩართულობის მიზეზი  ისევ ქალები არის. ირკვევა, რომ ქალ ამომრჩეველს ურჩევნია ხმა მისცეს,  ქალბატონი და მამაკაცი კანდიდატიდან - მამაკაცს, იმ რეალობაშიც კი როდესაც ქალი კანდიდატი გაცილებით კვალიფიციური და ძლიერია", - საუბრობდა, მაია კუპრავა.
ის, რომ აღნიშნულ მიგნებაში სიმართლის არც თუ მცირე მარცვალია მალევე დავრწმუნით. kkpress.ge - სთან საუბრისას, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ბოლნისის საკრებულოს წევრი, ნინო დვალიშვილი აცხადებდა, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით პრობლემა არ არსებობს. ,, შეხვედრა ძალიან საინტერესოა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ  კუთხით პრობლემა არ არსებობს. ყველა ქალბატონი, ვინც აქტიურია შესაბამისადაც რეალიზებულია", - აცხადებდა, დვალიშვილი. მისი თქმით,  საქართველოში ბევრი წარმატებული ქალია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ კუთხით პრობლემა მწვავედ არ დგას. 


პროექტის ავტორთა თქმით,  გამოიკვეთა სამი კომპონენტი, რომელიც ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას აფერხებს: მენტალიტეტი, აღზრდა და განათლება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ მმრთულებით აქტიურ მუშაობს გეგმავენ. მათი ,, სამიზნე" გენდერული თანასწორობის კუთხით სიტუაციის შესაცვლელად   2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებია. აცხადებენ, რომ მზად არის ხელიშეუწყონ ქალებს,  რომელთაც არჩევნებზე  საკუთარი კანდიდატურის დასახელების სურვილი აქვთ.



Comments