„ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ სახელმწიფოსთვის ვარსებობთ “ - მარტოხელა დედები




„  ვერ ვგრძნობთ, რომ ამ სახელმწიფოსთვის ვასებობთ. მე მყავს ორი ტყუპი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი მიოპათიითაა (პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია) დაავადებული. პრაქტიკულად ვმუშაობ, მხოლოდ, იმისთვის რომ მას მომვლელი ჰყავდეს და ელემენტარული კომუნალური გადასახადები  გადავიხადო. წინა წლეში ასეთი დედები ვიღებით სასაცილო დახმარებას 5 ლარს და გარკვეული შეღავათი გვქონდა  მოხმარებულ ბუნებრივ აირზე. ეს იყო ძალიან ცოტა, მაგრამ ჩვენ მაინც ვგრძნობდით, რომ გვაქვს სახელმწიფოს წინაშე მარტოხელა დედის სტატუსი. დღეს კი საერთოდ არ ვარსებობთ ქვეყნისთვის", - საუბრობდა, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე მარტოხელა დედა. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს საზოგადოების ამ ნაწილისთვის სპეციალური პროგრამები.  

შეხვედრას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის" რუსთავის  ოფისის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მისი თქმით, არსებობს 1995 წლის განკარგულება №62 სადაც განმატებულია მარტოხელა დედის სტატუსი და დოკუმენტის  თანახმად სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება იზრუნოს, მარავლშვილიან და მარტოხელა დედათა,  სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.  მიუხედავად, ამ განკარგულებისა შეხვედრის მონაწილეები თანხმდებოდნენ, რომ ამ მიმართულებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნა აუცილებელია.  

,, მე არ ვარ მომხრე ამ საკითხზე, მხოლოდ იურისტებმა იმსჯელონ. ჩვენი სურვილია ინიციატივები აქტიურად წამოვიდეს თქვენგან, ვისაც რეალურად ეხება ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ თქვენი მონაწილეობით  შემუშავებული კანონპროექტი იქნება ეფექტური და იმ საჭიროებებს ზუსტად მორგებული, რაც  რელურად გაქვთ. ჩვემი თხოვნაა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა  საკითხზე და ჩვენ ერთად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით", - საუბრობდა, პარლამენტის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრი, მირიან წიკლაური.

მრავალშვილიან და მარტოხელა დედათა პრობლემაზე საუბარი,  ქვეყანაში მოქმედ სოციალური დაცვის პროგრამას დაუკავშირდა. შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სალომე ჭიჭინაძე აღნიშნავდა, რომ პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველთა კუთხით მოქმედებს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი თქმით, სოციალურ აგენტად მუშაობის პერიოდში ჰქონდა რეალური მაგალითი, როდესაც სოციალურად დაუცველთა სიაში ვერ მოხვდა ოჯახი, რომელსაც ორი მიოპათიით დაავადებული შვილი ჰყავს.

 „ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი"-ს ხელმძღვანელის, თამარ ბალანჩივაძის გამოსვლა. ბალანჩივაძემ განაცხადა, რომ ფონდი მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების ხეშეწყობის კუთხით პროექტების დაწებას გეგმავს. ასევე, დაახლოებით სექტემბრისთვის  დაიწყება პროექტი, რომლის ფარგლებშიც  ოჯახი ყოველი მე-3 შვილის აღსაზრდელად,  7 წლის მანძილზე, ყოველთვე  მინიმუმ 150 ლარს მიიღებს. ასევე, დასძენდა, რომ ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა ფონდის მუშაობისა და მათი მიზანია,  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.



Comments