საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის





თუმცა არის ერთი საკითხი, რის გამოც ფონდი პირველ ეტაპზე ბევრ განაცხადს არ უნდა ელოდოს. ,, სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ბიუროკრატია, რის გამოც გარკვეული დაბრკოლებები არის შემნილი. ამ ეტაპზე აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, მხოლოდ, იმ ორგანიზაციებს რომლის  წევრთა 2/3 წარმოადგენენ 26-წლამდე ახალგაზრდები. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შეზღუდვას, თუმცა დროში ვერ მოესწრო ამ საკითხის პარლამენტში შეტანა და ,,გასწორება". შესაბამისად, მარტის თვეს გამოცხადებულ კონკურზე აღნიშნული დაბრკოლება მოქმედებს, თუმცა მაისში ჩვენ მეორე კონკურსაც გამოვაცხადებთ, სადაც ეს ბიუროკრატიული პრობლემა მოიხსნება", - საუბრობდა ფონდის ხელმძღვანელი, ირაკლი ჟორჟოლიანი.

ფონდის წარმომადგენლები დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს  შეხვდნენ და საგრანტო კონკურსის შესახებ ესაუბრნენ.  მარნეულის სამოქალაქო სექტორმა ,, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი"-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ  ადგილობრივი კავშირების  უმრავლესობა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან წევრთა 2/3-ს  არ წარმოადგენენ 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მაისში აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება  და მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

პ.ს საგრანტო განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ საიტს fondi.ge


Comments