ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია საკვებში და ,,ვეჯინის“ პასუხი



რუსთავში  მოქმედი სავაჭრო ქსელი შპს ,,ვეჯინი" საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მიზეზი კი ისაა, რომ ერთ-ერთმა რუსთაველმა მომხამრებელმა ,,სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრს" , ,,ვეჯინის" ქსელში გასაყიდად გამოტანილი მზა პროდუქციით დაინტერსება სთხოვა. მომხარებელი წერდა: ,, რუსთავში შეგიძლიათ შემოწმების ჩატარება? ვეჯინის მაღაზიაში რაც იყიდება მზა საკვები პროდუქტები, ხშირ შემთხვევაში დაობებულია.  პირდაპირ ჩანს ობი საკვებზე", - წერდა მომხარებელი.





,,ჩვენთვის არავის მოუმართავს და ეს ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება საკვების ვარგისიანობას აქ,  ეს საკითხი უმთავრესია,  გვყავს ბაქტერიოლოგი, რომელიც სისიტემატურად ამოწმებს საკვებს. ასევე, შემოსული პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს ჩვენი მენეჯერები აკონტროლებენ. აქვე გეტყვით, რომ გარკვეულ წილად პროდუქტის ვარგისიანობაზე შემომატანი კომპანიაც არის პასუხისმგებელი. ჩვენ შემთხვევაში საკვებს ვერც ერთი არალიცენზირებული კომპანია ვერ შემოიტანს და ამ საკითხებზე, ზოგადად,  საყვედური არავისგან მიგვიღია ", - საუბორბს ფილიალის დირექტორი, ნათია ჩალაძე.



,, მათ დასაშვებ ნორმაზე მეტის მოხვედრა ორანიზმში იწვევს კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ნაწლაურ ინფექცფიებს - რაც სხვადასხვა გვარად გამოიხატება. არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე- მიმდინარე ნაწლაური ანთებით გამოხატული. ეს სიმძეები არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიძლიერის  ტოქსიურობა აქვს  ნაწლავის ჩხირს.



Comments