დაკარგული ისტორიები - რეპრესირებული ქალები



თაობა, რომელმაც გამოიარა საბჭოთა ტერორი ნელ-ნელა ქრება. მათთან ერთად იკარგება მეხსიერება ათასობით ადამიანის ტრაგედიის შესახებ. ისტორიის ამ განუყოფელი ნაწილის კიდევ ერთხელ გააზრებას ორგანიზაცია ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ცდილობს. მათი მოძიებული მასალებისგან შემდგარ გამოფენას,  დღეს რუსთავის ისტრიული  მუზეუმი მასპინძლობდა.

გამოფენამ ოცი  რეპრესირებული ქალის ცხოვრება, პირადი წერილებით და შთამომავალთა მოგონებებით გადმოსცა. თითოელი მათგანი საკუთარ მოგონებაში   წერს, რომ ისინი არიან  უდანაშაულოდ სისტემის მიერ დასჯილი ადამიანები. გადასახლების ისტორიებს თან სდებს იმ დღეების და სასტიკი მოპყრობის აღწერა, რაც მათ გამოიარეს. გამოფენის ერთ-ერთი გმირი რეპრესირებული ქალი ელისაბედ ქავთარაძეა. ის ანტისაბჭოთა განწყობების გამო ორჯერ გადაასახლეს, ჯერ ტომსკის ოლქში და შემდეგ ყაზახეთში.  


ელიზაბედ ქავთარაძისგან განსხვავებით რეპრესია შეეხოთ იმ ქალებს, რომლებიც არ იყვნენ საზოგადოებრივად აქტიურნი. მათ მიმართ  იყო მხოლოდ, ერთი ,,პრობლემა" - ისინი გახლდნენ რეჟიმისთვის მიუღეველი და ,,საშიში" პირების მეუღლეები. სწორედ, ამიტომ ბარბარე კიღურაძე-ანდრიასოვა, რომელიც 1937 წელს დახვრეტილი ინჟინერის  ცოლი იყო გადაასახლეს, როგორც ,,ხალხის მტრის ცოლი".  მან გადასახლებაში 5 წელი გაატარა. ამის შემდეგ კი სახლში დაბრუნებული საკუთარმა შვილმა ვეღარ იცნო.

განსაკუთრებით მძიმე იყო გადასახლებისას დანიშნულების ადგილზე რეპრესირებულთა გადაყვანა. პირადი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გადასახლებელი პირები მატარებლით ყოველგვარი საჭმლის, წყლისა და თბილი სამოსის  გარეშე მიჰყავდათ. გზად  ადამიანები იღუპებოდნენ და მათ მატარებლის გაჩერებაზე ყრიდნენ იმ იმედით, რომ ვინმე დაკრძლავდათ. 

,, ჩვენ ვინარჩუნებთა და უფრო ვაღრმავებთ კავშირებს რეპრესირებული ადამიანების შთამომავლებთან. ვისმენთ იმ ისტორიებს, რაც მათ რეპრესირებული ოჯახის წევრებს გადახდათ",  - საუბრობს გამოფენის ორგანიზატორი,  ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. გარდა ინფორმაციის ცოცხალი წყაროებისა მათი  მოიძიეს  მასალები ეროვნული, შსს არქივისა და ხელნაწერთა ცენტრისგან.  



მსგავს თემაზე: ,,სტალინური სიები საქართველოზე"  http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=698&mid=4

 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments