მარნეულის ტელევიზია უახლოეს დღეებში ტელემაუწყებლობას განაახლებს

KKPRESS.GE

„მარნეული ტვ" რაიონში მოქმედი ერთადერთი ადგილობრივი მაუწყებელია. მისი საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პროგრამები ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე მზადდება. ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მედია პროდუქტს  ერთად ქმნიან. ტელევიზიის მიმართ, უკვე წლებია,  ინტერესს და მხარდაჭერას გამოხატავენ საერთაშორისო ფონდები. მათი დახმარებით ,,მარნეული ტვ"-მ  ამზადებს პროგრამებს, ზრდის  ჟურნალისტთა კვალიფიკაციის დონეს  და ავითარებს ტექნიკურ შესაძლებლობებს. 

მიუხედავად ამ რეალობისა ტელევიზიის არსებობის საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ დადგა. მიზეზი კი ის იყო, რომ სს ,, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია"-მ მარნეულის მაუწყებელს მათი სიხშირის გამოყენებაზე უარი უთხრა. საჯარო განცახდებებში ,, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის" მფლობელი აცხადებს, რომ მან მარნეულის ტელევიზიას 2-3 საათიანი სამაუწყებლო დრო  შესთავაზა, მაგრამ საპასუხოდ უარი მიიღო. 
,, მე, ვთვლი, რომ მათ ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სურდათ და რეალური მიზეზიც  ეს იყო. თუმცა ,,მარნული ტვ"-მ შეძლო ამ სირთულის დაძლევა და დღეს ჩვენ უკვე აღარ გვაქვს სიხშირესთან დაკავშირებული პრობლემა. ჩვენსა და ,,სტერეო +"-ს შორის დაიდო ხელშეკრულება.  მათი სიხშირის გამოყენების და ტელემაუწყებლობის გაგრძელების საშუალება გვაქვს. ასე, რომ რამდენიმე დღეში ჩვეული რეჟიმში გავალთ ეთერში", - საუბრობს, ,,მარნეული ტვ"-ის დირექტორი, შალვა შუბლაძე.



მარნეულის საკრებულოსთვის გაგზავნილ წერილში ქვემო ქართლის ტელევიზიის წარმომადგენელი წერს, რომ ,,მარნეული ტვ"-ს  არ აქვს სიხშირე და შესაბამისად, თვითმმართველობამ მათ ხელშეკრულება უნდა შეუწყვიტოს. ამასთან ტელევიზიის მხრიდან საუბარია იმაზე, რომ საკრებულოს  ხელშეკრულების დადება შეუძლია მათივე მედიის აქციების საკონტროლო წილის მფლობელის, როლად მგალობლიშვილის 2013 წლის თებერვალში შექმნილ  შპს-სთან. აღნიშნული შპს დირექტორი კი  მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის შვილი, ზურაბ ბურნაძეა. 

,, გუშინ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიოროს სხდომა  გაიმართა, სადაც საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ვანო ბურნაძე პირდაპირ უწევდა ლობირებას იმ შპს-თვის თანხების გადარიცხვას, რომლის დირექტორიც მისი შვილია. უკაცრავად, მაგრამ ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი? შეიძლება საკრებულოს მაღალი  თანამდებობის პირმა ბიზნესს ლობირება გაუწიოს, თან ისეთს სადაც საკუთარი შვილის ინტერესებიცაა?!", - კითხულობს ,,მარნეული ტვ"-ის დირექტორი, შალვა შუბლაძე.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგოლე, ვანო ბურნაძეს. ,, მე არ ვარ ტელევიზიის საკითხებში სპეციალსტი. მოვიწვევთ იურისტებს და თვითონ განსაზღვრავენ რა გადაწყვეტილება არის კანონიერი, რაც შეეხება ჩემი შვილის ლობირებას ეს ასე არ არის. მე მას არ ვუწევ ლობირებას, ის არის ცალკე პიროვნება და მის გადაწყვეტილებაში მე ვერ ჩავერევი", - საუბრობდა ბურნაძე.
კომენტარზე  უარი განაცხადა,  თავად ზურაბ ბურნაძემ. მისი თქმით, ჩვენ აღნიშნული საკითხში არ ვართ ობიექტურები და საუბრის სურვილი არ აქვს. 
საბოლოოდ კი მარნეულის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე არ იმსჯელა ,,მარნეული ტვ"-სთან ხელშეკრულების გაუქმების საკითხზე. ,, ვფიქრობ, რომ სჯობს მოვიწვიოთ აღნიშნულ საკითხში კომპეტენტური იურისტები, არასამთავრობო  სექტორი და დაინტერესებული პირები.  ერთად დავსხდეთ და  განვიხილოთ ყველა ნიუანსი აღნიშნიშნული თემაზე და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ", - საუბრობდა, მარნეულის საკრებულოს თავჯდომარე, ისპანდარ ქერიმოვი.

,,მარნეულის ტვ" კი ემზადება სატელევიზიო მაუწყებლობის განახლებისთვის. სიხშირის არ ქონის პერიოდშიც მათი მუშაობა არ შეწვეტილა, ჟურნალისტები მომზადებულ სიუჟეტებს ინტერნეტ მაუწყებლობით  აქვეყნებდნენ. მათი თქმით, ტელევიზიის გუნდი უცვლელია და ტელემაუწყებლობის განახლებისთვის სრული მზადყოფნაა. 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments