იურისტის ვაკანსია მარნეულის რაიონში


KKPRESS.GE

იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო კადრების შერჩევა ახალი საკონსულტაციო ცენტრისათვის, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში, მარნეულში ამოქმედდება. კონკურსის გზით შერჩეული იურისტი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს და სამართლებრივ დოკუმენტებს შეუდგენს.

სასურველია, რომ კანდიდატს გააჩნდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასურველია, აპლიკანტმა იცოდეს რუსული და აზერბაიჯანული ენები. განაცხადების მიღება წარმოებს დასაქმების პორტალის - HR.GOV.GE-ს მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით  ამ ბმულზე 

მარნეულის მუნიციპალიტეტში 130 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. მოსახლეობის 85%  აზერბაიჯანელია. რეგიონში საკონსულტაციო ცენტრის გახსნა ხორციელდება იურიუდიული დახმარების რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საკონსულტაციო ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდება. 


Comments