საქველმოქმედო საღამო 10 წლის გიორგის გადასარჩენად

KKPRESS.GE

დღეს,  რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 10 წლის გიორგი ჯიშკარიანის სიცოცხლის გადასარჩენად პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო საქველმოქმედო იყო და მასში მონაწილეობა ახალგაზრდა რუსთაველმა პოეტებმა : მიშო ქუსიკაშვილმა და ,,მეცამეტე თვის პოეტებმა"  მიიღეს.  საღამოს ფარგლებში შეგროვებული თანხით მონაწილეები ჯიშკარიანების ოჯახს დაეხმარებიან, რომლებსაც უკვე დაეღუპათ ორი პატარა შვილი, მესამე შვილის გიორგის გადასარჩენად კი სასწრაფოდ უცხოეთში მკურნალობაა საჭირო.  ოჯახს 25000 ევრო ესაჭიროება.
როგორც საღამოს ორგანიზატორმა, ნათია ჯიოშვილმა განაცხადა, საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხით პატარა გიორგის  რუსთავის სახელით დაეხმარებიან. საღამოს მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მცირედ წვლილს შეიტანენ გიორგის დასახმარებლად და შეძლებენ მისი სიცოცხლის გადარჩენას.

,, დღევანდელი საღამო საქველმოქმედოა, რუსთაველი პოეტები შეიკრიბნენ  პატარა გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად. როგორც იცით, მას უკვე დაეღუპა ორი ძმა და იმისათვის, რომ იცოცხლოს სასწრაფოდ სჭირდება  დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.  ქალაქში მიმდინარეობს შემოწირულობების შეგროვება და რუსთავის სახელითაც გვინდა მცირედი წვლილი შევიტანოთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად" , - საუბრობს,   ახალგაზრდა პოეტი, მიშო ქუსიკაშვილი.
,, მეცამეტე თვის პოეტები" ჩვენი შემოქმედებით ვცდილობთ დავეხმაროთ  პატარა გიორგის და შევაგროვოთ თუნდაც მიზერული თანხა, რათა მან იცოცხლოს.  იმედს ვიტოვებთ, რომ  ყველა ერთად შევძლებთ ამ პატარა ბავშვის დახამრებას", - განაცხადა ოთო გურგენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯიშკარიანს სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. მას ქართველმა ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. მსგავსი დაუდგენელი დაავადებით  ოჯახს,  უკვე  ორი ვაჟიშვილი - 6 წლის გოგა და 11 წლის თენგო დაეღუპა.  
ანგარიში საქართველოს ბანკში:
GE55BG0000000294612100  
მიმღები : ია კოხრეიძე  (გიორგი ჯიშკარიანის დედა)

ფოტოს წყარო: www.kvirispalitra.ge

სოფიკო ზურაშვილი
kkpress.ge მასალის  გამოყენება  შეგიძლიათ,  მხოლოდ,  საიტის  მითითებით

Comments