უყურადღებოდ დარჩენილი გომელაურის #10-ე ბინის მაცხოვრებლები


KKPRESS.GE

რუსთავში, გომელაურის ქუჩის #10-ე ბინის მაცხოვრებლები, საცხოვრებელი სახლის გადახურვის მოთხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას, წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმართავენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კი აღნიშნული პრობლემის მიზეზად,   ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არ არსებობას  ასახელებენ.

ადგილობრივთა შეფასებით, გომელაურის ქუჩაზე არსებული ნახევარ-საუკუნოვანი საცხოვრებელი კორპუსების, მხოლოდ ნაწილი შეკთდა და გადაიხურა, #10-ე ბინა კი დღემდე მძიმე მდომარეობაშია და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
"#10-ე სახლის გარდა, გომელაურის ქუჩაზე მდებარე ყველა შენობა გადაიხურა. ჩვენი ბინის გადახურვის მოთხოვნით არაეთხელ მივმართეთ ქალაქის ხელმძღვანელობას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობილია მხარის გუბერნატორისთვისაც, მაგრამ დღემდე არავინ დაგვხმარებია. ვითარება კი თანდათან მძიმდება, წვიმის დროს სახურავიდან ჩამონადენი წყალი მთელს შენობას აზიანებს და აქ, ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. რამდენიმე  ადგილობრივი, უკვე დაზიანდა სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალით. შესაძლებელია ჭერი თავზე ჩამოგვექცეს", -აცხადებს,  მანანა ქველაძე.


როგორც ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალს, რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი არჩვაძემ განუცხადა, უახლოეს მომავალში, საცხოვრებელ სახლებში სახურავების რეაბილიტაციის პროგრამის ფაგლებში აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობის საკითხიც განიხილება.

" ჩვენ საქმის კურსში ვართ აღნიშნულ მისამრთზე არსებული პრობლემის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე შესაბამისი თანხების არარსებობის გამო ვერ ხერხდება სამუშაოების წარმოება. კონკრეტული ვადების დასახელება არ შემიძლია, თუმცა, შესაბამისი წესის და რიგითობის დაცვით გომელაურის ქუჩის #10-ე ბინაც გადაიხურება", - აცხადებს არჩვაძე.

რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments