19 აპრილი და რუსთაველი ,,ნაციონალები“





ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი დაინტერესდა,  როგორ ემზადებიან 19 აპრილის აქციისთვის რუსთაველი  ,,ნაციონალები". კითხვაზე რუსთავის საკრებულოს ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე,  ალექსანდრე კვაჩიძე გვპასუხობს, რომ განსაკუთრებული სამზადისი არ მიდის, თუმცა იმედი აქვს, რომ აქციას  ბევრი რუსთაველი შეუერთდება.

წარსულში ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა რა, ყოფილი მმართველი გუნდის მხარდასაჭერად  სამარშუტო ტაქსებით  ,,გადაყვითლება " რუსთავის და სამსახურის დაკარგვის შიშით საჯარო მოხელეთა ნაწილის იძულებით აქციებზე მიყვანა - რესპოდენტს ,,ძველ მეთოდებს" ვახსენებთ..  კვაჩიძე მხარდამჭერების ამ მეთოდით მობილიზებას  კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა  და არც  19 აპრილის  აქციაზე აპირებენ, ვინმეს ძალით წაყვანას. 




და სასაცილოა იმის თქმა, რომ ჩვენ მხარდამჭერები აქციებზე ძალით მიგვყავს,  ან მიგვყავდა. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქციაზე წასვლის ყველა მსურველი თავისი ფინანსებით წავა და ჩვენ მათთვის ტრანსპორტის მობილიზებასაც არ ვახდენთ",  - აცხადებს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments