თვითმმართველობის თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ 19 აპრილის აქციაზე მისვლას სთხოვენ





„ ანალოგიური ვითარებაა  თვითმმართველობის ყველა სამსახურში, მაგრამ შეიძლება ეხლა ვიღაცას არ ეყო იმის გამბედაობა აღნიშნული განცხადება გააკეთოს..  ჩვენ არ გვინდა ზეწოლა მოხდეს თვითმმართველობაში მომუშავე პირებზე.  კონკრეტულად ვისგან მოდის თხოვნა 19 აპრილს მივიდეთ აქციაზე -  სახელი და გვარის დასახელება არ მინდა, თუმცა ვიცი, რომ ჩვენ,  მერის და აპარატის  უფროსის თხოვნის საფუძველზე მოგვმართეს..", - ამბობს მიშველაძე.



მსგავს პოზიციაზე იყო ქალაქი მერიც.  „მე ჩავატარებ შიდა მოკვლევას და  თუ ასეთი  ფაქტი დაფიქსირდა,  თუ თანამდებობის პირებმა მსგავსი რამ  გააკეთეს დაისჯებიან,  თუ არადა აუცილებლად დაისჯებიან ის ადამიანები,  რომლებიც ცილისწამებას ეწევიან. მე ვფიქრობ, რომ ეს ცილისწამებაა.  მინდა ხაზგასმით ვთქვა,  რომ სანამ   ქალაქის მერი ვარ და კიდევ დიდხანს ვაპირებ ყოფნას, უკანონობა არ იქნება არავისთან და არაფერთან მიმართებაში", - საუბრობდა, რუსთავის  მერი, ლაშა მინდელი.





Comments