19 აპრილის აქცია და მისი მხარდამჭერები






,, ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია", - ამბობდა, ბაქრაძე. მის პატოსს იზიარებდა ვანო მერაბიშვილიც ,, დღევანდელი დღე, 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. აქ მობრძანებით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ამ დღის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავს იოცნებოს, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას", - აცხადებდა მერაბიშვილი.


ის, რომ აქციაზე გუბერნატორის ადმინისტრაციიდან გეგმავდნენ ჩასვლას -   აქციის დაწყებიდან 2 საათით ადრე,  თავად გუბერნატორისგან შევიტყვეთ. ,, პირადად მე ვუერთდები ამ აქციას  და ცხადია,  მისაღებია ის მიზანი რისთვისაც ის იმართება. რაც შეეხება ჩემ თანამშრომლებს ვისაც აქვს,  აქციაზე მისვლის სურვილი შეუძლია გამოიყენოს ის, რომ დღეს მოკლე სამუშაო დღე გვაქვს და სამი საათის შემდეგ  წავიდეს აქციაზე.

მოკლე სამუშაო დღე გვაქვს, რადგან გავითვალისწინეთ თანამშრომელთა ინტერესი აქციის მიმართ. ვისაც სურვილი აქვს  წასვლის, ამის საშუალებას ვაძლეთ.  ცხადია, არიან ისეთი თანამშრომლები, ვისაც ამის სურვილი არ აქვთ და შესაბამისად, არ დაესწრებიან აქციას", - საუბრობდა, დავით კირკიტაძე. მის  მსგავსად, აქციაზე დასასწრებად  დედაქალაქში მარნეულის ყოფილი გამგებელი, ზაზა დეკანოიძეც ჩავიდა. მას ქართული მედია პროკურატურის არა ერთგზის დაკითხვებიდანაც  იცნობს.



აღნიშნული აქციის მიმართ საზოგადოებაში არა ერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.  საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩევს, რომ მორალურად გაუმართლებელია ,, ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია  იმ რუსთაველის მოედანზე გამართოს,  სადაც არა ერთგზის ფიზკურად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს. საზოგადობის ეს ნაწილი ,,ნაცონალურ მოძაობას" 26 მაისს  და 7 ნოემბერს ახსენებს და აცხადებს, რომ ყოფილი მმართველი  გუნდი, უკვე დიდი ხანია,  თავად დაშორდა ევროპულ ფასეულობებს.





Comments