,,საბედისწერო“ ქეიფი ოპოზიციონერთან – 2012 წლის ზაფხულის ამბებს 2013 წლის გაზაფხულზე იხსენებენ



დღეს, ქვემო ქართლის რეგიონის ჟურნალისტებთან განცხადება, რუსთავის თვითმმართველობის ყოფილმა თანამშრომელმა, ანგი ძინძიბაძემ გააკეთა. მისი თქმით, რუსთავის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის, უფროსი ხათუნა მიშველაძე, რომელიც 17 აპრილს აკეთებდა განცხადებას, მასზე ,,ნაციონალური მოძრაობის" მხიდან   განხორციელებულ ზეწოლაზე - რამდენიმე თვის წინ თავად იყო ,,ნაციონალური მოძარობის" ერთგული წევრი.

,, ქალბატონმა ხათუნამ,  სამსახურიდან ჩემ ოპოზიციონერ, ,,ოცნების" აქტივისტ მეგობართან ქეიფის გამო გამანთავისუფლა. როდესაც მიშვებდა სამსახურიდან მიშვებდა საუბრისას, ჩემ ოპოზიციონერ მეგობართან ქეიფის თემასაც შეეხო და დასძინა, რომ მე საჩხერელი ვარ.. იმის გამო, რომ ჩემი ძმა შსს რეგისტრაციის სააგენტოში მუშაობდა, რათა უკვე მისთვის არ შეექმნათ პრობლემები იძულებული გავხდი სამსახურიდან წასვლის განცხადება თავად დამეწერა.  ეხლა კი ამ თემაზე საუბრის სურვილი გამიჩნდა,  რადგან გუშინ თავად ქალბატონი ხათუნა ვნახე, რომელიც მედიით აღნიშნავდა, რომ მასზე ზეწოლა ხდება. ეს მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ თავად ასე იქცეობა. მას არ აქვს მსგავი განცხადებების კეთების მორალური უფლება", - საუბრობდა, ძინძიბაძე.

თემაზე კომენტარი, რუსთავის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის, უფროსმა  ხათუნა მიშველაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ყოფილი თანამშრომლის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან სამსახურიდან ის პირადად მას არ გაუშვია. ,, ანგი ძინძიბაძეს ჰქონდა საუბარი ქალაქის იმჟამინდელ მერთან, ბატონ ზაქრო დარჩიაშვილთან და ამ საუბრის შემდეგ,  მან დატოვა სამსახური. რის გამო მოხდა არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ, რადგან მე მის მიმართ გაკრველი შენიშნვები დისციპლინის კუთხით ისედაც მქონდა", - აცხადებს, მიშველაძე.



 „ ანალოგიური ვითარებაა  თვითმმართველობის ყველა სამსახურში, მაგრამ შეიძლება ეხლა ვიღაცას არ ეყო იმის გამბედაობა აღნიშნული განცხადება გააკეთოს..  ჩვენ არ გვინდა ზეწოლა მოხდეს თვითმმართველობაში მომუშავე პირებზე. კონკრეტულად ვისგან მოდის თხოვნა 19 აპრილს მივიდეთ აქციაზე -  სახელი და გვარის დასახელება არ მინდა, თუმცა ვიცი, რომ ჩვენ,  მერის და აპარატის  უფროსის თხოვნის საფუძველზე მოგვმართეს..", - აცხადებდა, გუშინ მიშველაძე.


Comments