გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 3 000 ლარის საკანცელარიო საქონელი შეისყიდა


KKPRESS.GE

მარტის ბოლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საკანცელარიო საქონლის შესაძენად 5 150 ლარის სატენდერო განაცხადი გააკეთა. მუნიციპალიტეტი შემდეგ საკანცელარიო საქონელს ითხოვდა: 800 სავიზიტო ბარათი;  1500  კონვერტი;  52 კარტრიჯი;  80 სტეპლერი;  14 მთვლელი მანქანა/კალკულიატორი;  500 კალამი;  მაგიდის ორ ნაკრებს  - კალმების, სავიზიტო  ბარათების და სხვა ნივთების განსათავსებლად, აუცილებლად ტყავის ზედაპირით ,, მაკაგონის ხის ფაქტურით, საუკეთესო ხარისხის". ამ ჩამონათვალთან ერთად მუნიციპალიტეტი ითხოვდა ანტისტეპლერებს, ,,კალმების ჩასალაგებელ ჭიქას", მაგიდის კალენდრებს, ბლოკნოტებს, თაროებს, მარკერებს და ჭიკატებს.

სატენდერო განცხადებას ორი კომპანია გამოეხმაურო, თუმცა საბოლოოდ ტენდერში შპს ,,სანი"-მ გაიმარჯვა. აღნიშნული შპს დირექტორმა, ბარბარე გალდავამ შესაბამისი ხელშეკრულება გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანთან გააფორმა.  გალდავა გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის მითითებული ნივთების მიწოდების სანაცვლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 998 ლარს მიიღებს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments