36 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს

KKPRESS.GE

რუსთავში,  ყაზბეგის #1  მცხოვრები 36 ოჯახი,  წლებია ადგილობრივი და  ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ელის. შენობა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს,  თუმცა დღემდე უამრავი დაპირების მიუხედავად ადამიანებს ცხოვრება კვლავ საშიშ გარემოში უწევთ. 


„ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში,  მამუკა ჩიქოვანი შეგვხვდა და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ ხედავთ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა. ხალხს ბინებიც კი გვაქირავებინა, რომ ვითომდა აქ სამუშაოები იწყებოდა. არჩევნებმა გაიარა და მას შემდეგ არავის გავხსენებივართ", -ამბობს ვიტალი მამაცაშვილი.



„ როგორც გავიგე ჩვენი თხოვნის შემდეგ კორპუსის სანახავად კირკიტაძე და ჩიქოვანი ერთად ყოფილან. ამის შემდეგ კირკიტაძემ გვითხრა, რომ თურმე ნანახმა მოლოდის გადააჭარბა და ამის შესახე მას ერთი წლის წინ,  რომ სცოდნოდა საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებდა, რაც  სრული სიცრუეა", - აცხადებს კორპუსის მამასახლისი.


„ დახმარების იმედი სულ გვაქვს,  მაგრამ ძნელია, როცა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. ერთი მხარე მეორეს აბარებს პასუხისმგებლობას და პირიქით, მანამდე კი ჩვენ სახლში, რომ შევდივართ იმის გარანტია არ გვაქვს,  რომ უკან ცოცხლები გავალთ. დეკემბრის თვეში ხელმოწერები მოვაგროვეთ და ძიძიგურის ბიუროში მივიტანეთ. ადგილზე დავით მაღლაკელიძე მოვიდა და დაგვპირდა,  რომ ამ კორპუსის საკითხს საკრებულოს გადასცემდა ",-აცხადებს მოსახლეობა.    




Comments