Monday, April 29, 2013

გარდაბნის ბიუჯეტის დღემდე გაუხმაურებელი ხარჯები – 41 ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს




ირკვევა, რომ აღნიშულ წლებში გარდაბნის ბიუჯეტიდან 41 ავტომიბილი არის შეძენილი და ,,თხოვების" ხელშეკრულებით გადაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. შეძენილი მანქანებიდან ყველაზე დაბალ ფასიანი 4 000 ლარი ღირს. სიაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი  2012 წელს -  94 882 ლარად არის ნაყიდი და გადაცემული ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსთვის. ავტომობილის მარკაა: ,,ტოიოტა ლენდკრუიზერია SER 200". ამავე წელს,  ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოსთვის არის გადაცემული 91 220 ლარადშეძენილი ,,ტოიტა ლენდკურიუზერი ic150"-იც.

გემოვნებას არ უჩიოდა  ასევე, კონსტიტიციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც. 2010 წელს გარდაბნის ბიუჯეტმა მათთვის 74 054 ლარის ღირებულების  ,,ტოიოტა ლენდკრუიზერი" შეისყიდა.  2006 წელს კი ქვემო ქართლის პოლიციას ადგილობრივმა ბიუჯეტმა შეუძინა და ,,ათხოვა" ,,ჰიუნდაი ტერასანი", რომლის ღირებულებად  43 400 ლარიამითითებული. 2007  წელს, ასევე გარდაბნის ბიუჯეტი ,,ტოიტა ლენდ კრუიზერ"-ს ყიდულობს  49 800 ლარად  და გადასცემს  ,,კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტლამენტს".



გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხუციშვილი ამბობს, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე აღარ დადგება რაიონის ბიუჯერტი.  მისი თქმით, თუ აღნიშნულ  უწყებებს სჭირდებათ ეს მანქანები ის მზადაა ეხლავე არ დააბრუნებინოს, თუცა მათ სანაცვლოდ ითხოვს რაიონს სახანძრო და სასწრაფი დახმარების მანქანები შეუძინონ.  მისი თქმით, გარდაბნის  რაიონს, სადან 50-მდე სოფელია სამი ძველი  სახანძრო მანქანა ემსახურება. ასევე ავტომობილები არის შესაცვლელი და დასამატებელია რაიონის სასწრაფო დახმარების სამსახაურში.

რაც შეეხება კითხვას, თუ სადაა ეს მაქანები,  ჩვენ დაახლოებით ვიცით მათი ადგილსამყოფელი. რადგან ყველა სახლმწიფო უწყებასთან კოორდინირებული მუშაობა  გვაქვს, არამგომია მათზე საგანგებო ძებნის გამოცხადება დაგვჭირდეს. დღეისთვის გარდაბანს, მხოლოდ ერთი მანქანა  დაუბრუნდა, რომელიც როგორც ირკვევა რესურსცენტრისტის იყო გადაცემული", - აცხადებს, გელა ხუციშვილი.




No comments: