ვაზიანის დასახლება: უსახლკაროდ დარჩენილები და ,,ცოცხლად დამარხვის“ საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახები





ჩამონგრეული კორპუსის წინ სამხედრო კარავი დაგვხვდა. კარავში შესვლამდე ნანგრევების გადაღება დავიწეთ და მოულოდნელად კორპუსის დარჩენილმა ნაწილმაც ნგრევა დაიწყო. ხმაურზე კარავიდან მოქალაქეები გამოვიდნენ. აღმოჩნდა, რომ შენობის ნგრევის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად,  მამაკაცები  ღამეს კარავში ათევენ.

,,  ჩვენ დასახელბაში, უკვე დანგრეული კორპუსის მსგავსად  ავარიულ მდგომარეობაში 12 შენობაა.  იქ, ახლა ოჯახები ცხოვრობენ და ეს დიდი რისკია მათთის. რაც შეგვეხება ჩვენ, ველით ალტერნატიულ ფართებს, ყველას ვთხოვთ ყურადღებას... აქ, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ვართ შეკრებილი. მე პირადად  დევნილი ვარ და ჩემმა სამინისტრომ 500 ლარი მომცა, მაგრამ რეალური საჭიროება არის მაინც საცხოვრებლით დაკმაყოფილების", - საუბრობს, აფხაზეთიდან დევნილი, ბესიკ მოლაშხია.

,, მეზობლის სახლს ვაფარებ თავს. გათენდება, თუ არა მერიდება და გამოვდივარ, ვზაივარ ამ კარავში. ჩემი ავადმყოფობის გამო ძვირადღირებული წამლები მჭირდება. მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პასუხი არ მიგვიღია. ასეთ დროს, ადამიანებს დროული ყურადღება და დახმარება სჭირდებათ.  არ ვიცით რა ვქნათ, არც საცხოვრებელს გვთავაზობენ რაიმეს რეალურს  და არც ყურადღებას  გვაქცევენ. ",- საუბრობს, ვართანიანი.

№9  კორპუსს ადგილობრივების თანხლებით ვათვალიერებთ. სარდაფი  გაუმართავი კანალიზაციის სისტემის  გამო დატბორილია. შენობას, უკვე წლებია  სახურავი აქვს დაზიანებული და ჩამოსული წლის კვალი 5-4 სართულის კედლებზეა ასახული.  ორი შვილის დედა, თეა პაპიაშვილი ამბობს, რომ შენობაში სიცოცხის რისკის  ფასად უწევთ ცხოვრებადა, რადგან სხვა საცხოვრებელი არ აქვთ.  



გარდაბნის მუნიციპლაიტეტში ტრადიციულად  კომენტარს ,,მოუცლელობის გამო" არ აკეთებს საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი. რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხუციშვილი კი აცხადებს, რომ გამგეობის საქმეში ყველა სამსახურია  ჩართული.  მუნიციპალიტეტში გვიხსნიან, რომ პრობლემას  ბევრი გარემოება ქმნის, პირველი კი ისაა, რომ ჩამონგრეული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ასევე, მოქალეების ნაწილს, რომელიც აცხადებს რომ აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობდა ადგილზე ჩაწერა არ აქვს.

რაც შეეხება გვერდითა კორპუსებს, ეს თემა  ძალიან მაღელვებს და  მივმართავ ყველა შესაბამის უწებას, რომ შემოწმდეს ამ კოპუსების მდგომარეობა, რათა არ მოხდეს უბედურება. მე პირადად დეტალურად დავათვალიერე ეს კორპუსები და ვფიქრობ,  რომ იქ ხალხის გაჩერება არ შეიძლება, თუმცა ცხადია ეს შემოწმება შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა უნდა ჩაატარონ", - საუბრობს, გარდაბნი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხუციშვილი. 


კითხვაზე ერთი თვის განმავლობაში, რატომ ვერ მოხერხდა სიების დაზუსტება და კონკრეტული შედეგებზე გასვლა,  გვპასუხობს: ,, მიუხედავად იმისა, რომ ჩამონგრევის დროს მე არ ვიყავი ამ თანამდებობაზე და სულ 14 დღეა, რაც გამგებლის მოვალეობას ვასრულებ -  ვიღებ თქვენ შენიშნვას და გარწმუნებთ, რომ დღეს ყველა სამსახური ვაზიანის პრობლემაზე მუშაობს",- დასძენს, გარდაბნის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.





Comments