კერძო სკოლის პედაგოგები მუნიციპალური ტრასპორტით მგზავრობის ბარათებს ითხოვენ – თვითმმართველობის პასუხი




ამ ეტაპზე, უფასო მგზავრობის ბარათებს  ორი კერძო სკოლის 35-მდე პედაგოგი ითხოვს. მათი  განცხადებით,  კერძო სკოლების მასწავლებელს  დაბალი  ანაზღაურება აქვთ, უმეტეს მათგანს კი შორი გზიდან უწევს სკოლაში სიარული. შესაბამისად, უფასო მგზავრობის ბარათი მათთვის აუცილებელია. აცხადებენ, რომ   რუსთავში არც ისე ბევრი კერძო სკოლაა და თვითმართველობის კეთილნებაზეა  დამოკიდებული  გაითვალისწინებს,  თუ არა  მათ მდგომარეობას.

„ ჩვენი სკოლიდან 18 პედაგოგის ხელმოწერლი განცხადება შევიტანეთ მერიაში. წერილზე გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ. მივიღეთ დაპირება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში განიხილავდენ აღნიშნულ   საკითხს",  _ აცხადებს კერძო სკოლა ,,მოძღვარის " პედაგოგი და ორგანიზატორი,  ანჟელიკა ჯალაღონია.


რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების,  კულტურისა  და სპორტის სამსახურის უფროსის,  მაია ნეფარიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათების პროგრამის" ფარგლებში - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მოქალაქეთა განსაზღვრული  კატეგორია.
კერძოდ, სოციალურიად დაუცველები, ვეტერანები, საჯარო სკოლების პედაგოგები და თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული ,,აიპები". რაც შეეხება კერძო სკოლების მოთხოვნას, მისი თქმით,  ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტს არ შეუძლია მისი დაკმაყოფილება. ნეფარიძე  დასძენს, კერძო სკოლის პედაგოგების თხოვნას მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას განიხილავენ.

„ მომავალი წლიდან, თუ ამის საშუალებას ქალაქის  ბიუჯეტი მოგვცემს, განვსაზღვრავთ შევძლებთ თუ არა კერძო სკოლების პედაგოგების მოთხოვნის დაკმაყოფილებას",  -საუბრობს,  ნეფარიძემ.

კერძო სკოლების პედაგოგები კი ახსენებენ  ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ქვეყნისთვის ისინიც ისეთსავე საქმეს აკეთებენ, როგორსაც საჯარო სკოლის მასწავლებლები...

სოფიკო ზურაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 


Comments