,, თავისუფალი დემოკრატები“– ს ,,მწვანე“ ინიციატივა


KKPRESS.GE

დღეს, რუსთავში ,, თავისუფალი დემოკრატები"-ს ადგილობრივი   ორგანიზაციის ინიციატივით, გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მშვიდობის ხეივანის, მე-11 მიკრო რაიონის  და ჭყონდიდელის დასახლების ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის  ხის 350 ცალი ნერგი დაირგა.

წაბლის, ჭალის მუხის, კიპარისის და  ბოყვის ჯიშის ნერგების დარგვის პროცესში ,,თავისუფალი დემოკრატები"-ს წარმომადგენლებთან ერთად,  ადგილობრივმა მოსახლეობაც ჩაერთო.  ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიებას სისტემატიური ხასიათი ექნება და მის  ფარგლებშიც განხორციელდება ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიის გამწვანება.

" რუსთავის გეოგრაფიული და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს  მსგავსი ღონისძიენების განხორციელებას. ჩვენი პარტიის წევრები, ადგილობრივ მოსახელობასთან  ერთად, ქალაქის ტერიტორიაზე სისტემატიურად დავრგავთ სხვადასხვა ჯიშის ნერგებს და ყოველკვირეულად და ვიზრუნებთ თითოეულ ნარგავზე",  -  განაცხადა ,, თავისუფალი დემოკრატები"-ს ადგილობრივი   ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოჩა ომაიძემ. მისი თქმით, დღევანდელი აქცია, იმ ღონისძიებების მცირე ნაწილია, რომლის   განხორციელებასაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია გეგმავს.

"  ვაპირებთ საქველმოქმედო აქციის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც ,,თავისუფალი დემოკრატები"-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები სისხლის გაღებით დავეხმარებით   შესაბამისი  საჭიროების მქონე თანაქალაქელებს", - დასძენდა ომაიძე.



რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments