სამშვილდეში სარწყავი არხის მოწესრიგებას ითხოვენ









,, რაინულ ცენტრთან არ ვართ  შორს, მაგრამ ამ გზის გამო გვიჭირს გადაადგილება. გზა დანგრეულია  ამიტომ ტაქსიც ძვირად დადის. სოფლის სტრანსპორტი  კი მაქსიმუმ  სამ რეისს  აკთებს, რაც არ არის საკმარისი. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მთავრობისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", -  - ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილი ადგილობრივები.  

სამშვილდეში ახალ აშენებულ ეკლესიას გვაჩვენებენ და ამბობენ, რომ ის წმინდა სურფ ფრკიჩის სახელობისაა. ,, ჩვენი თანასოფლელი წავიდა რუსეთში, როგორც კი რაღაც საშუალება გაუჩნდა სოფელს ეს ეკლესია აუშენა,  რაც ძალიან გვეამაყება", - გვიხსნიან ადგილობრივები. თან გვახსენებენ, რომ სოფელში ქვეწარმავლების სიმრავლეა და ,,ზევით, ზევით ყურება"  შეიძლება უსიამოვნო შედეგით დასრულდეს..



Comments