მეხანძრეები პოლიტიკური პარტიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ


17 აპრილს,  ტელეკომპანია მე-9 არხის  სიუჟეტში, ,,თავისუფალი დემოკრატების" რუსთავის  ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა ომაიძე კოალიციაში შემავალ პარტიებთან ერთად - საგანგებო განცხადებას აკთებდა. ომაიძე აღნიშნავდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე და თითოულ სამსახურს,  19 აპრილის აქციაზე 3-4 კაცის გაყვანს ავალებს. მისი განცხადებით,  ეს დავალება რუსთავის  მერის მოადგილე, შორენა გარდაფხაძისგან საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, მაია დოლიძემ მიიღო და ახლა დავალებას პირნათლად ასრულებს. ამავე კონტექსტით  საუბრობდა  ომაიძე რუსთავის  სახანძრო სამსახურზეც.   ,, პირადა შევესწარი, თუ როგორ აბარებდა მას (მაია დილიძეს) პატაკს სახანძრო  სამსახურის უფროსი  და ეუბნებოდა, რომ აქციაზე სამსახურიდან 20 კაცს გაიყვანს", - საუბრობდა, გოჩა ომაიძე.






Comments