სასწრაფოს თანამშრომლები ხელფასების დროულ დარიცხვას და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ





,, ჩვენი ხელფასი 360 ლარია, რომლითაც ოჯახის რჩენა  შეუძლებელია. თბილისში მსგავს   სამსახურში იღებენ 1000 ლარს მაინც.  ამის მესამედს ვიღებთ ჩვენ, არადა მეტი დატვირთვა გვაქვს.  გამოძახებების რიცხი  ძალიან გაიზარდა, დღეში 25-30 პაციენტის გასინჯვა გვიწევს. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა,  სამწუხარო ხელფასი შესაბამისი არ გვაქვს. ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატსაც შევხვდით და ჩვენი პრობლემები მოვახსენეთ. შეგვპირდა, რომ სამინისტრომდე  მიიტანდა ამ საკითხს", - აცხადებს ექიმი, მზია ყოჩიაშვილი.

როგორც რუსთავის სასწაფო სამედიცონო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, პაატა ბაჩილავა განმარტავს - სამედიცინო დახმარების სამსახური თბილისის  გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს სახელმწიფო პროგრამით, რომელიც მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. აღნიშნული დადგენილებით რეგულირდება სასწრაფოს თანამშრომლების ხელფასი, რომელიც ფიქსირებულია და ერთიდაიგივეა ყველა ქალაქის,  თუ რაიონის 77-ვე სასწრაფო სამედინიცო დახმარებისათვის.






Comments