სახელმწიფო და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები


KKPRESS.GE

,, ძალიან ბევრს ჩვენ რაიონში აქვს დაუმსახურებლად სოციალური დახმარება.. ეს მაშინ, როდესაც გვერდითა სოფელ  საცხენეში  არიან  ოჯახები, რომლებიც როგორც პირუტყვი ისე  მარილის ლოკვით არსებობენ  და მათ არ აქვთ ეს სოციალური დახმარება", - გარდაბნის სოფლებში სოციალური მომსახურების  სააგენტოს რაიონული განყოფილების მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, გარდაბნის რაიონული განყოფილების მუშაობით უკმაყოფილებას, მუნციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გამოთქვას. საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისში, სააგენტოს რაიონული განყოფილების მუშაობით უკმაყოფილო ოჯახი გვესაუბრა.  ჩემ მასპინძელს, შალვა გულვერდაშვილის - რომლის ოჯახსაც მეზობლებთან ერთად, სოფლის რწმუნებულიც სოციალურად დაუცველ ოჯახად ახასიათებს - სოციალური დახმრება შეუწყვიტეს. გულვერდაშვილი აცხადებდა, რომ ამისი მიზეზი ოჯახისთვის  ახლობლის ნაჩუქარი ძროხა იყო.  



როდესაც მოვიდა აგენტი, ძროხას ხომ არ დავმალავდი? კი ვთხოვე  არ ჩამიწერო  ეს ძროხა, ამის გამო დახმარება არ მომიხსნან-მეთქი, მაგრამ მაინც ჩაუწერია. ასე გვითხრეს ოჯახში მარჩენალა ძროხა გაგჩენიათო.

მე და ჩემი მეუღლე არ ვართ საპენსიო ასაკის პენსია, რომ ავიღოთ. მე ასევე არ მაქვს სტაბილური სამსახური, რომ ჩემ ავადმყოფ მეუღლეს მივხედო.  ძალიან, ვთხოვ ახალ მთავრობას დამეხმაროს და ამ ერთი ძროხის გულისთვის არ დამტოვოს დახმარების გარეშე", - დასძენს, გულვერდაშვილი.

მასალის გამოქვეყნებიდა მალევე, გარდაბნის რაიონ სოფელ საცხენედან  და ახლსოფლიდან დაგიკავშირდნენ.

ელისო აკოფაშვილს ახალსოფელში ყველა იცნობს. ათი წლის პედაგოგობის სტაჟის მქონე, ახლა  ოროთახიან სახლში შვილთან ერთად ცხოვრობს.  შეშის ღუმელით თბება და კითხვაზე რატომაა მის სახლში  ჭერი დაბერილი და იატაკისკენ დაწეული  გვპახობს, რომ სახლი უკვე საუკინისაა და სიძველის გამო ნელ-ნელა ყველაფერი მოირყა.
ოთახში ძველი საწოლები და სკოლის ნაჩუქარი კარადა აქვს. ამბობს, რომ 2009 წელს, როდესაც პირველად მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სწორედ, ეს ნივთები ჰქონდა. იმჟამინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის, მხოლოდ ერთი განსხვავებაა - ახლა ნივთები სიძველის  გამო გაცილებით უარეს მგომარეობაში აქვს.
,, 2009 წელს სულ 5 თვე  ავიღე სოციალური დახმრება და შემდეგ შემიწყვიტეს. მითხრეს, რომ მე და ერთი პედაგოგი ვიღაცამ დაგვაბეზღა თითქოსდა  ბევრი მოსაწვლეები გვყავდა აყვანილი მოსამზადებლად. არავინ მოსული და ეს ინფორმაცია რელურად არ გადაუმოწმებია. ასე, რომ მოქცეულიყვნენ ადვილად გაარკვევდნენ, რომ ეს ტყუილი გახლდათ.

ამას დაემატა ისიც, რომ შვილი სასწრაფოდ საოპერაციო გამიხდა. მწვავე აპენდიციტი ჰქონდა, ოპერაციის ფული კი არ იყო. შვილი მიკვდებოდა და ბანკიდან სესხი გამოვიტანე. ოპერაციის შემდეგ კი რამდენიმე დღეში  ნაკერებიანი ბავშვი ამ დანგრეულ გზებზე, სამარშუტო ტაქსით მოვიყვანე სახლში.

არ ვიცი რატომ ჩათვალა სააგენტომ, რომ ჩემისთანა ოჯახს სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდებოდა.

ახალ ისევ მივმართე სააგენტოს გარდაბნის განყოფილებას და პროგამაში ჩართვა ვითხოვე.  20 მარტს მითხრეს, რომ მე ვერ ვაკმაყოფილებდი კრიტერიუმებს, რადგან 72 000 ქულა მქონდა.  თუ დღეს მე ისევ ის ნივთები მაქვს სახლში, რაც 2009 წელს მაშინ რა შეიცვალა, რატომ მიწერია 2009 წლის ოჯახის დეკლარაციით 41 630  და დღეს კი 72 000 ?!  
როცა დავიწყე ამაზე საუბარი  მითხრეს, რომ ვიღაცას  ჩემთვის  60 ლარი ჰქონდა ჩარიცხული და ეს თანხა დააფიქსირეს. შემდეგ იქვე მოვიდა მათივე  თანამშრომელი, გადახედა  ჩემ დეკლარაციას და მითხრა, რომ  მე არა სიღარიბის ზღვარ მიღვა,  არამედ სიღატაკის ზღვარს გადაცილებული ვარ. თქვეს, რომ მოაგვარებდნენ ამ საკითხს, თუმცა დღეს მე მათი არაფერი მჭირდება. ჩემს ოჯახს თვითონ მიხედავ, ერთადერთი რის გამოც ახლა ამზე ვსაუბრობენ ეს ის ოჯახებია, რომელთაც  რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოსგან ეს დახმარება და ვერ იღებენ.

ძალიან ბევრს ჩვენ რაიონში აქვს დაუმსახურებლად სოციალური დახმარება.. ეს მაშინ, როდესაც გვერდითა სოფელ საცხენეში  არიან ოჯახები, რომლებიც როგორც პირუტყვი ისე  მარილის ლოკვით ცხოვრობენ და მათ არ აქვთ ეს სოციალური დახმარება. ეს არის სწორი მუშაობის შედეგი?!" - საუბრობს, აკოფაშვილი.

თავად კი უკვე, სოციალურ დახმარებას არ ითხოვს, რადგან რამდენიმე დღის წინ გარდაბნის გამგეობაში დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ ჯერ ხელფასი არ აუღია და სახლში შვილსითვის საკმარისი პურის მიტანას მაინც ვერ ახერხებს. საპურეს გვაჩვენებს, სადაც პურის ორი ნატეხი დევს.

სოფელ საცხენეს ახალსოფელთან 4 კილომეტრი აშორებს. საცხენეში ჩასვლისას ადგილობრივებს სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ ვეკითხებით და პირდაპირ კახაბრიშვილებთან მივყავართ.  

მცირე ჯიხურის ოდენა ფიცრებისგან შეკრულ ,,სახლში"  75 წლის ჭაღარა  ქალბატონი - ტასო კახაბრიშვილი და მისი ვაჟი ცხოვრობს.  

ამბობს, რომ სოციალური დახმარება ,,რატომღაც" დროებით შეუჩერეს და ახლა ხელმეორედ ამოწმებენ. დასძენს, რომ შესამოწმებელი არაფერია,  4 წლის წინ სახლი დაეწვა  და ელემეტარული ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლო.  ახალ ,,სახლში" უმუშევარ შვილთან ერთად ცხოვრობს.  იატაკი მიწისაა, სისველისგან ადგილ-ადგილ მიწა ტალახადაა ქცეული. პატარა ოჯახი შეშის ღუმელით თბება. ბევრი კითხვის  დასმის შემდეგ ქალბატონი ტასო ფიქრობს, რომ მის სიტყვების სისწორეში ეჭვი გვეპარება და ტირილს იწყებს. ამბობს, რომ სოფელში მასზე გაჭირვეული არავინაა და თუ მას არ ეკუთხვნის დახმრება აბა ვისღა უნდა დაეხმარონ ? გვიხსნის, რომ მარტში სოციალური დახმარების თანხა ვერ აიღო, რადგან დახმარება დროებით, ,,გადამოწმების მიზნით"  შეუჩერეს.

სოფელში  გვთხოვენ სტატიაში აუცილებლად დავწეროთ - ოჯახს  მცირე სამშენებლო მასალა სჭირდება, რათა ჯიხურის ოდენა   ,,სახლს" ერთი ოთხარიც გაუკეთონ, სადაც ხის იატაკი იქნება და ოჯახი შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას. სოფელი ითხოვს, ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს სოციალური დახმარება.

ქვემო ქართლის საინფორაციო პორტალი აპრილის დასაწყისში,  სოციალურ დახმრება შეწყვეტილ ოჯახებთან დაკავშირებით - ინფორმაციის მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის განყოფილებას ესტუმრა. განაცხადეს, რომ ჩვენთან სასაუბროდ ნებართვა ,,ზევიდან"  სჭირდებათ.  

შესაბამისად, საინფორმაციო პორტალი იძულებული გახდა ვახტანგისში, საცხენესა და ახალოსფელში ჩაწერილ რესპოდენტებთან დაკავშირებით - სოციალური დახმარების შეწყვეტილის მიზეზებში გასარკვევად წერილობოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელისთვის მიემართა.  აღნიშნული წერილი დღეს გაეგზავნა სააგენტოს და ინფორმაციის მიღებისთანავე საპასუხო წერილი უცვლელად გამოქვეყნდება.  

 

ეკატერინე კუდარავა

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის  გამოყენება  შეგიძლიათ,  მხოლოდ,  საიტის  მითითებით

Comments