საცხენესა და ახალსოფელში ბუნებრივ აირს ითხოვენ


KKPRESS.GE


 ,, გაზის ბალონების სამარშუტო ტაქსში ატანა არ შეიძლება. პატარა ბალონები დაგვაქვს და იმასაც ვახვევ რამდენიმე პარკში, რომ შესამჩნელი არ იყოს. ყოველკვირა  მათი ტარებით დაიღალა ხალხიც,  ზამთავრში კი  ბუნებრივი არის გარეშე აქ ცხოვრება გაუსაძლისია. გარდაბნის ბევრ სოფელში დაიწყეს ამ პრობლემის მოგვარება და გვინდა ჩვენი საკითხიც გაითვალისწინონ", - საუბრობენ ადგილობრივები.

მათი თქმით,  გარდა ბუნებრივი აირის საკითხისა ელექტროენერგიასთან  დაკავშირებითაც აქვთ პრობლემები. სოფელში გვიხსნიან, რომ ელექტროენერგია ხშირად მიდის და ამას ერთვის  ,, არასწორი გადასახადიც". საცხენესა და ახალსოფელში აცხადებენ, რომ რეალურად არც ერთი ოჯახი არ ხარჯავს იმდენ ელექტროენერგიას,  რამდენის გადასახადიც მოსდის.

Comments