Thursday, April 25, 2013

,, ნუ, გადაუვლით ადამიანს იმის გამო, რომ ნაციონალი იყო “




,, ჩვენი მთავარი მოთხოვა არის სოფლის რწმუნებულის გადადგომა. ამას ვითხოვთ, რადგან ის სათანადოდ არ ზრუნავს გამარჯვების პრობლემების მოგვარებაზე. ამ შემთხვევაში საუბარი არ მაქვს მხოლოდ გაზის საკითხზე, მას არამიზნობრივად აქვს სოფლისთის გამოყოფილი თანხები გახარჯული", - საუბრობს ადგილობრივი, ამირან დავლაშელიძე.

,, სოფლის ბუნებრივი აირის პრობლემის შესახებ იცის  ქვეყნის პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა და გამგებელმა - თუ, ამათ ვერ მოაგვარეს საკითხი მე რა შემეძლო?!  პრობლემის შესახებ წერილობით შევატყობინე გამგებელს. ფინანსური კუთხით, თუ აქვთ ჩემთან კითხვები შემოვიდეს აუტი - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აქ, სოფლის მოსახლეობის 15-20%-ია შეკრებილი. ყველას ვერ მოეწონები... დადონ კონკრეტული ფაქტები ჩემ წინააღმდეგ.  რაც შეეხება ჩემ წასვლას, ვფიქრობ ამ საკითხზე, არ მინდა სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს  გადავკიდო", - აცხადებს,  გამარჯვების რწმუნებული, რევაზ ზედგენიძე.

აქციის მიმდინარეობისას მასსა და შეკრებილ  მოსახლეობას შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ზედგენიძეს აქციის მონაწილეები მუშაობას უწუნებდნენ და  მისგან თანამდებობვის დატოვებას მოითხოვდნენ.  საბოლოო ჯამში ყველა შეჯერდა იმაზე, რომ რწმუნებულის ბედის გადასწყვეტად გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ, გელა ხუციშვილს უნდა დალოდებოდნენ.







No comments: