მაშველები და ,,ლიდერთა სახლი”-ს ახალგაზრდები




KKPRESS.GE

,,ლიდერთა სახლი" იუსტიციის სამინისტროს სსიპ  ,,დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტი"-ს პროექტია. ის ახალგაზრდულ კლუბს წარმოადგენს,  რომლის მთავარი ამოცანა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,  მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითრება და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაა. ,,ლიდერთ სახლი"-ს ერთ-ერთი მიმართულება ,,პროფესიული არჩევანია". სწორედ, აღნიშნული მიმართულების ფარგლებში ,,ლიდერთა სახლი" ბავშვებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ახვედრებს და მათი გამოცდილების გაზიარების გზით,  პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

დღეს, აღნიშნული პროექტის ფარგელბში რუსთავის ,,ლიდერთა სახლი"-ს  ბავშვებს ქვემო ქართლის სამაშველო სამსხაურმა უმასპინძლა. კახა ალადაშვილმა, რომელიც სამსახურის მთავარი სპეციალისტია ახალგზარდებს სახმელეთო სამაშველო საქმიანობის არსი გააცნო. ალადაშვილი უხსნიდა ბავშვებს, რომ მაშველებს აქვთ ერთ-ერთი უმძიმესი პროცესია, რადგან მიდიან ისეთ  ადგილებში და შეგიან ისეთ მდგომარეობაში მყოფ შენობებში, საიდანა ხალხი როგორც წესი  გამორბის.

,, ჩვენ არ გვაქს შეცდომის დაშვების უფლება, რადაგან როდესაც არის მძიმე შემთხვევა,  საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. იყო შემთხვევები, როდესაც მაშველებმა მთელი ენერგია და შრომა ჩავდეთ  ადამიანის გადასარჩენად, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ დადგა", - საუბრობდა ალადაშვილი.

მან და მაშველებმა ახალგაზრდებს სამაშველო საქმიანობისთის საჭირო ხელსაწყოები აჩვენეს და მათი დანიშნულება აუხსნეს. ბავშვებს განუმარტეს, რომ ყველაზე რთული სამუშაო მაშველებს წყალდიდობის, მიწისძვრის და მძიმე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს აქვთ. თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ ხშირად, ზემოთ ხსენებული არც ერთი გარემოება არ არის, თუმცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში დგება და მაშველი, კვლავ, რთული დავალების წინაშეა.

მაშველებმა მათ სამსხაურში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს სიმაღლიდან დაშვების პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს. სამაშველოვო სამსახურის (საგანგებო სიტუაციების სამსახური)  მეორე სართულის აივნიდან დაშვების მსურველი,  რამდენიმე ახალგაზრდა,  მცირე ინსტრუქტაჟის შემდეგ დაეშვა.

შეხვედრის დასასრულს  მოზარდებს  განუმარტეს, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ სამაშველო სამსხაურს და წარმატებები უსურვეს.


p.s ფოტორეპორტაჟი იხილეთ kkpress.ge-ს facebook-ის გვერდზე.

 
 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments