Skip to main content
თვითმმართველობის განცხადებას ,, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი’’ ეხმაურება
" ბოლო პერიოდში, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რუსთავის თვითმმართველობის, უფრო კონკრეტულად, გარკვეულ თანამდებობის პირთა მისამართით, სხვადასხვა სახის ბრალდება გავრცელდა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსთავის თვითმმართველობა, ყველა იმ განცხადებას, რომელიც „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" თანამშრომლის მხრიდან, თვითმმართველობის მისამართით გაკეთდა, აფასებს, როგორც ცილისწამებას და მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ქალაქის თვითმმართველობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", - წერია განცხადებაში.
,, თვითმმართველობის განცხადებით, თბილისი-რუსთავის სამგზავრო გადაზიდვებზე წლევანდელი კონკურსის ვადის გაჭიანურება "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირისა" და აღნიშნულ მარშრუტზე მომუშავე მძღოლთა, კოლექტიური წერილების გათვალისწინებით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირები თვითმმართველობისგან კონკურსის ვადის ერთი წლით, მძღოლები კი, ხუთი წლით გადაწევას ითხოვდნენ. უმჯობესი იქნება რომ პროფკავშირის წარმომადგენლებმა უკეთესად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. სხვა შემთხვევაში მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ისევე მანიპულირებდეს მათით საკრებულო, როგორც მძღოლებით, რომლებსაც მოტყუებით დააწერინეს წერილი კონკურსის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. საკითხავია ეს ხდება პროფკავშირების შეგნებულად ხდება ? "-საუბრობს, ლევან ჩიტაძე.
Comments