ყირგიზეთის დელეგაცია რუსთაველ ჟურნალისტებს შეხვდა



რუსთავში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა. მათ აიტერესებდათ  მედიის შეფასებები -  ქალაქის მართვის სხვადასხვა საკითხებზე. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ბუნებრივი ნარჩენების შეგროვების, გადამუშავების, წყლის სისტემების მუშაობის თემებზე. აღნიშნავდნენ, რომ მათ ქვეყანაში არის ,,სიმდიდრე", მაგრამ სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტები განსავითარებელია. ,, ჩვენთვის მისაბაძია კორუფციასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება"   - საუბრობდნენ დელეგაციის წარმომადგენლები.


მედიასთან შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხსაც შეეხო.  ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ მათ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა არა თუ დაცულია, ხშირ შემთხვევაში,  ქალბატონები მამაკაცებზე აქტიურები და წარმატებულებიც არიან. ,, ჩვენთან  სავალდებულოა ვიცე-მერი იყოს ქალბატონი და  ხშირად, შემჩნეული გვაქვს, რომ  საქმიან შეხვედრებზე ქალბატონთა რიცხვი მამაკაცებისას აჭარბებს კიდეც",  - დასძენდნენ.



Comments