გამარჯვებაში ბუნებრივ აირს-ნახევარი წელია ელიან



გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებას ნახევარი წელია  ბუნებრივი აირი არ აქვს. სოფლის მოსახლეობა პერიოდულად გარდაბნის გამგეობასთან იკრიბება და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გამარჯვების მოსახლეობამ, რამდენჯერმა საავტომობილი გზაც გადაკეტა და მიიღო დაპირება,  რომ მათი პრობლემა მოგვარდება.

,, ბუნებრივი აირი არჩევნების შემდეგ არ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც იყო გაზის დისტრიბუტორი ჩვენსა და ,,იტერას" შორის გვატყუებდა. გაირკვა, რომ არჩევნების პერიოდში ჩვენი აგროვილი ბუნებრივი აირის გადასახდი მათ არ მიჰქონდათ  ,,იტერასთან"  და არჩევნებისთვის ადგილობრივ ,,ნაციონალებს"  აძლევდა. დღეს ამ კომპანიის ხელმძღვანელი გაქცეულია, ჩვენ კი არ არსებული დავალიანების გამო მთელი ზამთარი ბუნებრივი აირის გარეშე ვიყავით",  - საუბრობს, ადგილობრივი თამაზ კვასტიანი. 

დღეისთვის ბუნებრივი აირის პრობლემა გამარჯვებაში,  კვლავ  დგას. გარდაბნის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემაზე ყოველღიურად მუშაობს და ცდილობს ტენდერის საშუალებით გაზის დისტრიბუტორი კომაპანია გამოავლინოს. სწორედ, აღნიშნული კომპანია ტენდერში გამარჯვების შემდეგ გახდება სოფელში ბუნებრივი არის შეყვანისას უსაფრთხოებაზე და ასევე, გადასახადის აკრეფაზე პასუხისმგებელი. პრობლემას ის გარემოებაც ართულებს, რომ სოფელში გამავალი გაზის მილები სრულად არც  მუნიციპალიტეტის და არც ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არ არის.



„ პოლიცია მედიატორის როლში - გარდაბნის რაიონულ სამმართველოში სოფელ გამარჯვების მოსახლეობაგამგებელს შეახვედრეს"


„ გარდაბანში ორი აქცია გაიმართა"


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments