სამშობლოსთვის შეწირული ორი სიცოცხლე




" ვახტანგმა საკუთარი სიცოცხლე გმირულად გასწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან მას მაგალითი მისცა მამამისმა, ბატონმა ბადრიმ, რომელიც  ტამიშის ბრძოლაში, აფხაზეთის ომის დროს  გმირულად დაიღუპა. რა თქმა უნდა, ასეთ ოჯახში აღზრდილი კაცი იქნებოდა ვაჟკაცი და საკუთარი ქვეყნის დასაცავად გაუწევდა გული.

მე ძალიან მიხარია, რომ დედამისმა მოახერხა და მისი და  ზოგადად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას ასე უერთგულა. დღევანდელი ღონისძიებაც არის დასტური იმისა, რომ საზოგადოებას არასდროს გაუნელდება ამ გმირების მიმართ ინტერესი და ჩემი მოსვლაც აქ, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისა, დასტურია იმისა, რომ ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ჩვენი და სახელმწიფოს ვალია, რომ მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და მომავალი ჯარისკაცები, მომავალი თაობა სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღვზარდოთ", -აცხადებდა ირაკლი ალასანია.

აღნიშნული ღონისძიება რუსთავის თვითმმართველობის დახმარებით შედგა. თეატრის ფოიეში გამოფინეს  დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის ფორმასთან  ერთად,  მისი ბოლო ზარის პერანგი, სადაც ახალგაზრდას ბედნიერ მომავალს მცირე წარწერებით მისი კლასელები და მასწავლებლები უსურვებენ. გზირიშვილის შაოსანი დედა კი  აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დაღუპული გმირის სახელი იყოს უკვდავყოფილი და ამ მიზნით მეორე წიგნის გამოცემასაც აპირებს.




Comments