გარდაბნის საკრებულომ რაიონში ქონების გადასახადი განსაზღვრა



საკრებულომ სხდომაზე არაკომერციული იურიდიული პირების წესდებებთან ერთად ორი კერძო კომპანიის შემოტანილი წინადადება განიხილა. შპს ,, ჰარცენბერგ ბრო" ითხოვდა სოფელ სართიჭალაში საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე ნებართვას, რათა დაემონტაჟებინა ახალი საირიგაციო სისტემა. საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე ნებართვას ითხოვდა შპს ,, ელ.კომფორტ სერვისიც" - საკუთარი საწარმოს ,, გარე ელექტრო მომარაგებისთვის".


სხდომაზე დადგინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიწების კატეგორიები და ქონების გადასახადი. განისაზღვრა მიწის შემდეგი კატეგორია სათიბი, საძოვრები, კარგი და მწირი ხარისხის მიწები. ქონების გადასახადის განაკვეთები ერთ კვადრატულ მეტრზე კი დადგინდა: გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩა - ცენტრალური  ზონა - 0.288ლ,  შუალედური ზონა - სხვა ქუჩები 0.24ლ, პერიფერიულო ზონა - გარდაბნის სოფელბი - 0.192ლ.


Comments