,, აი, ამის გამო შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება “



გარდაბნის რაიონის  საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისში,  აზიური ტიპის სამსართულიანი  ,, სასახლეების" გვერდით კრამიტაცლილი ერთსართლიანი სახლები დგას. სიმდირისა და სიღარიბის მკვეთრი კონტრასტის მიზეზების ძიებას არ ვცდილობთ, თუმცა ჩვენთან საკუთარ ცხოვრებაზე საუბრის  სურვილს  ვახტანგისის მოსახლეობის ნაკლებად შეძლებული ნაწილი გამოთქვამს.

ერთ-ერთი ასეთი  ოჯახი გულვერდაშვილებისაა.  გვიხსნიან, რომ ახლობლის ნაჩუქარი  ძროხის გამო ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა.  ,, ჩემ  მეუღლეს ასთმა აწუხებს და ხერხემლის მალების აქვს დაზიანებული. ექიმები გვიწერენ საბუთებს, მაგრამ ირკვევა, რომ ინვალიდობის სტატუსის მისანიჭებლად  ამაზე უარესი რამ უნდა გჭირდეს.  
ავადმყოფობას დაერთო ისიც, რომ 20 მარტს სოციალური მომსახურების გარდაბნის განყოფილებისგან წერილი მივიღეთ, გვწერენ რომ სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. ეს ყველაფერი კი აი, ამ ძროხის გამო მოხდა", - გვიხსნის, შალვა გულვედაშვილი და ბოსელთან მივყავართ. ,,დამნაშავე" ჩალისფერთმიანი ძროხა ადგილზე გვხდება. ,, მე არ მიყიდია ეს ძროხა. მთელმა სამეზობლომ იცის, რომ ის ჩემ რძალს ახლობელმა აჩუქა. ჩემი შვილი და რძალი ცალკე ცხოვრობენ, თუმცა რაღაც პერიოდით  აქ არიან გადმოსულები.











Comments