ოთარ ჭანტურია vs გამგებელი – პროკურატურაში შეტანილი სარჩელი


KKPRESS.GE

მარნეულის რაიონის  გამგებლის მოადგილე აგრარულ საკითხებში, ოთარ ჭანტურია, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზეწოლაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ  ,,ბრძოლაში"  პროკურატურის ჩართვაზე საუბრობს.

ჭანტურია აცხადებს, რომ  მისგან თანამდებობის დატოვებას მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა აბრამიშვილი მოითხოვს.
 ოთარ ჭანტურიამ დახმარებისთვის, უკვე მიმართა სახალხო დამცველს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიას. უახლოეს მომავალში კი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას  გეგმავს.

" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა იმერლიშვილმა დამიბარა თავისთან და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება მომთხოვა. მიზეზად კი, პოლიტიკური ვითარების ცვლილება დაასახელა", - ამბობს ჭანტურია.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ნუკრი ჯოხაძის კანდიდატურა განიხილება.


მას შემდეგ რაც მათი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილე,  ჩემს მიმართ დაიწყო მიზანიმართული, ცილისმწამებლური კამპანია.  გამომაცხადეს საზოგადოებისთვის მავნე ელემენტად და პაატა აბრამიშვილის მოხსენების საფუძველზე, საკრებულომ ოფიციალურად ჩამომართვა საქმიანობის უფლება.  17 აპრილს მივიღე გამგებლის წერილი, რომლის მიხედვითაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის არსებობა, აღარ საჭიროებს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში აგრარულ საკითხებში გამგებლის მოადგილის შტატის არსებობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განხილება  გამგებლის მოადგილის შტატის გაუქმების საკითხი.

სხვა მუნიციპალიტეტებში ეს მეთოდი უკვე ბევრჯერ ნაცადია, ერთი თვით გააუქმებენ შტატს,  არასასურველ პიროვნებას გაუშვებენ და იგივე ფუნქციებით მალევე სხვა სამსახურს ხსნიან ",  - დასძენს  ჭანტურია და აცხადებს,  რომ  სწორედ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გეგმავს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.
ინტერვიუს ბოლოს კი მარნეულის პროკურატურაში მის წინააღმდეგ შეტანილ  საქმეზე საუბრობს.
 ,, ჩემზე ზეწოლის და დაშინების მიზნით წააქეზეს  თამარისის,  რამდენიმე მაცხოვრებელი და ჩემს წინააღმდეგ შეატანინეს სარჩელი. აღნიშნულ სარჩელში წერია, რომ მე თითქოსდა 2012 წელს სეტყვის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციები მივითვისე.  თუმცა ამავე სარჩელში წერია, რომ მე ეს თანხა გადავანაწილე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე. ალბათ, დამეთანხმებით,  ეს ორი საკითხს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. აღნიშულ კომისიაში რიგითი წევრი ვიყავი, ახლა კი რატომღაც ამ ეტაპზე საქმეზე, მხოლოდ მე დავიკითხე...", - აცხადებს, ჭანტურია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი, პაატა აბრამიშვილის შეფასებით კი მისი მოადგილე არიდებს თავს სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას, რაც მის მიმართ გამოცხადებულ საყვედურებს ედება დაფუძვლად.

" როდესაც თანადებობის პირი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და ავლენს სამსახურეობრივ გულგრილობას, დღის წესრიგში დგება მისი კომპეტენციის და საქმიანობის გადახედვის საკითხი. სწორედ,  ამგვარ ქმედებებს აქვს ადგილი ბატონი ჭანტურიას მიმართ.  რაც საყვედურის საფუძველს ქმნის", -  საუბრობს, პაატა აბრამიშვილი.

მოხსენებით ბარათშიც, რომლითაც აბრამიშვილი მარნეულის საკრებულოს მიმართავს და ითხოვს მიეცეს ჭანტურიას გაფრთხილება ვკითხულობთ,  რომ ოთარ ჭანტურია არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და გამგეობის მუშაობას აგრარული მიმართულებით პრობლემას უქმნის. 

რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის  გამოყენება  შეგიძლიათ,  მხოლოდ,  საიტის  მითითებით

Comments