მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფოს ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდება





თავად 64 წლისაა, თირკმლები და სახსრები  აწუხებს. ამბობენ, რომ საკუთარი ავადმყოფობის და ასაკის გამო, შვილს მის ნაცვლად ახლბლები  და მეზობლები ეხმარებიან. ,, ხომ ხედავთ რა მგდომარეობაშია.  მას მუდვიდ სჭირდება სხვისი დახმარება. ელემენტარული  დაბანა.. მადლობა ღმერთს ახლობლები და სოფელი, რომ გვეხმარება", - დასძებს, ჭინჭარული.

ზვიადს ძველი ეტლი აქვს, თუმცა ოთახში შემოსვლისას ეტლიდან გადმოდის და ისე ცდილობს გადაადგილებას. მაგიდასთან მოსვლას დიდ დროს ანდომებს. დედა ამბობს, რომ მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ის  მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლია დამოუკიდებელი იყოს.  ამბობს, რომ  მარცხენა კიდურზე მოკვეთილი თითების ადგილას კოვზს იმაგრებს და ისე ჭამს.






ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა, ზვიად  ჭიჭარაულთან  დაკავშირებით ინფორმაცია გარდაბნის ,,წითელი ჯვრის" ოგანიზაციას  შეატყობინა. აგვიხსნეს, რომ წითელ ჯვარს აქვს ეტლების პროგრამა და ამ კუთხით მის დახმარებას შეძლებენ.  ორგანიზაციის ხელმძღვანელის,  შორენა წიკლაურის თქმით, ჩავლენ ოჯახში და ეცდებიან,  რაც მათი შესაძლებლობის ფარგელშია დაეხმარონ.




Comments