,, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დავწერე“





წყლის ტარიფის დამტკიცების შემდეგ, ფულის ასაკრებად წყლის შესაბამისი ხარისხით მიწოდება იყო საჭირო, არადა ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქონდა და პრაქტიკულად შიშველი ხელებით ვიყავით. საკრებულომ იმის ნაცვლად, რომ განეხილა ჩვენი საჭირობები, ამ თემის იგნორირება მოახდინა. მე ვარ ნამუშევარი ამ სისტემაში და კარგად ვიცი ასეთი დამოკიდებულებით რა ცუდი შედეგები დადგება და ამიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე", - ამბობს, შპს მარნეულის სოფწყალის ყოფილი დირექტორი, გერონტი სივსივაძე.


,, მე არ მინდოდა მისი გაშვება, რადგან ვთვლი რომ კარგი სეპეციალისტია, მაგრამ წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. ბატონ გერონტის სურდა სოფწყლის ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადაგვეწყვიტა, ჩვენ კი ვაკეთებდით იმას რის საშუალებასაც ჩვენი ბიუჯეტი გვაძლევდა. ასე, რომ ზედმეტია საუბარი რაიმე ზეწოლაზე", - ამბობს, ქერიმოვი.

უპასუხო წერილების თემაზე კომენტარს, მარნეულის საკრებულოს ინფრასტრუქტურის და აგრალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი, რომან ტაბატაძე აკეთებს. ტაბატაძის თქმით, სივსივაძის ყველა წერილზე აქვთ პასუხი გაცემული. აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო შპს ყოფილი დირექტორის ტექნიკის კუთხით არსებული ყველა მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულება, რის გამოც უკმაყოფილო სივსივაძემ თანამდებობა დატოვა.



Comments